შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილი ქმარს გაშორდა 2012, 6 ნოემბერი, 17:38 მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ხშირად არის ყურადღების ეპიცენტრში. სულ ცოტა ხნის წინ ნინა სკანდალში გაეხვია “ნაციონალურ მოძრაობაზე” გაკეთებული განცხადების გამო. მან განაცხადა, თავს მოვიკლავ, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში დამარცხდებაო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ქმარს დაშორდა. მან ამა წლის იანვარში 40 წლის თენგო წივწივაძეზე იქორწინა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მან და ნინამ ერთმანეთი ლიტვაში, საკალათბურთო მატჩზე გაიცნეს. ნინამ უკვე განაცხადა საჯაროთ გაშორების მიზეზი. მისი თქმით ის იყო ძალიან ეჭვიანი, ბევრი ითმინა მაგრამ ბოლოს უკვე ეჭვიანობით ზღვარს გადავიდა. ნინას თქნით კარგი იქნებოდა მეგობრებად დარჩენილიყვნენ და დაქორწინებაზე არ ეფიქრათ, მისი თქმით ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრებას ვეღარ ახერხებდა მისი ეჭვიანობის გამო. ნინა უკვე მეორედ გაშორდა ქმარს, ნინას პირადი ცხოვრების გარშემო ყოველთვის დიდი ინტერესი იყო, მაგრამ ის მაქსიმალურად ფრთხილობდა. მის გვერდით თითქმის არასოდეს ფიგურირებდა მამაკაცი. თუმცა არასოდეს მალავდა, რომ ოცნებობდა, გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობოდა, მხარზე თავს ჩამოადებდა, მასთან ერთად ჭირსა და ლხინს გაიზიარებდა. შოუბიზნესში ნინა უკვე განქორწინებული ქალის სტატუსით მოვიდა. მისი პირველი ქორწინება ძალიან ცოტახანს გაგრძელდა. მომღერალი ამის შესახებ ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა: "ჩვენ პატარები ვიყავით. მალე მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება არ შეგვეძლო და ამიტომ დავშორდით". 1892 6-ს მოსწონს 4-ს არა
|