სიახლეები ბრაბუსის მძლავრი და სწრაფი კაბრიოლეტი 2012, 5 ნოემბერი, 21:48
გერმანულმა ტიუნინგ-ატელიემ ბრაბუსმა წარმოდგინა მერსედეს ბენც ე - კლასის საკუთარი ღია ვერსია, რომელსაც კომპანიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და მძლავრი კაბრიოლეტი უწოდეს. ავტომიბილი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, ხოლო ყოველი ეგზემპლარი სპეციალური შეკვეთის მიხედვით აიგება. ახალი ავტომობილი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ბი-ტურბო ძრავით, რომელიც მერსედეს ბენც ს600-ზე გამოიყენება და რომლის მოცულობაც 5, 5 დან 6, 3 ლიტრამდეა გაზრდილი. ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას შეადგენს. იგი სიჩქარეთა გადაცემის 5 საფეხურიან ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს. 0-დან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისათვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ კაბრიოლეტს 3, 7 წამი სჭირდება, 200 კილომეტრამდე სიჩქარისთვის - 9, 9, ხოლო 300-თვის 23, 9 წამი. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე საათში 370 კილომეტრია. ყოველი ასეთი კაბრიოლეტის ფასი მინიმუმ 478 ათასი ევრო იქნება.
167 16-ს მოსწონს
|