სიახლეები "მერსედესი" BMW-ს უტევს. 2012, 3 ნოემბერი, 14:00 "მერსედესმა" ბოლო წლებში დაუშვა ის, რომ მისი ვარკვლავი ისე ვეღარ ბრწინავს, როგორც ადრე. ამით ცხადია, მაშინვე BMW-მ ისარგებლა და რამდენიმე ნიშა დაიკავა. ამის საუკეთესო მაგალითი BMW X6-ია - მიუნხენელთა წარმატებული მოდელი, რომელიც X5-ის ბაზაზე აეწყო. BMW-მ მთავარ კონკურენტს მის მთავარ კლასშიც აჯობა, რასაც E კლას 220 CDI-სა და 520d-ს შედარება ნებისმიერ დროს დაადასტურებს. თუმცა "მერსედესი" გამოფხიზლდა: ახალმა მოდელებმა და თანამედროვე ძრავებმა შტუდგარტულ კონცერნს დაკარგული უნდა დაუბრუნოს. "მერსედესის" მთავარი იარაღი ამ შემთხვევავში ახლი ML-ია. მომავალში კი "მერსო" მოსისხლე მტერს X6-ის კლასშიც შეუტევს - ახლი MLC-ით. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ "მერსედესისა" და BMW-ს ბრძოლა უკიდურესად იძაბება. 265 15-ს მოსწონს
|