საქართველო რა დამსახურებით მოხვდა პარლამენტში 21 წლის მარიამ საჯაია?! 2012, 2 ნოემბერი, 10:21
ახალგაზრდა პარლამენტარის დედა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია. კომპანია კი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მამამისს ეკუთვნის, დირექტორი კი მისი უფროსი ძმაა, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებს სახელმწიფო დაკვეთების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მარიამმა სულ ახლახანს შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში, მან უკვე მოახერხა ხმაურიანი განცხადებების გაკეთება თავის ფეისბუქის გვერდზე: “მეგობრებო, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ცხოვრების ახალ და ძალიან საინტერესო ეტაპზე! “სააკაშვილი მოღალატეა, პუტინს თვალებში ჩახედაო და ბურჯანაძე კი პატრიოტი, რომელიც პუტინს ეახლა". მარიამმა თავისი მოსაზრება კოალიცია “ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შესახებაც გამოთქვა ზემოთ ხსენებულ სოციალურ ქსელში: “ “თქვენ მიაჩვიეთ ქართული საზოგადოება თარიღების დანიშვნას, " დიახ! და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ვადაში უნდა ელოდეს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას?! თუ ჯობია პასუხები "მალე", "თქვენ თვითონ ნახავთ". 11519 17-ს მოსწონს 5-ს არა |
უქა !
სახლსი რო მიდის პარლამენტის დავალებებს დედა და მამა უმზადებენ ალბათ.