x
image
jango
ბაგებში მანიაკია

imageუნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდთან, რომელიც მოკლე გზით აკავშირებს ბაგებს, გუშინ 19 წლის გოგონას თავს დაესხა მანიაკი. ის ლექციებიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მანიაკი გამოჩნდა და ჩაქუჩის თავში ჩარტყმით გონება დააკარგინა. გოგონა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გვიან ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით ნეიროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ამ დროისათვის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობის თქმით ამ ხიდზე გადასვლა ეშინიათ, განსაკუთრებით საღამოობით. მათი თქმით, 6 თვეზე მეტია რაც მოსახლეობას უცნობი მამაკაცი თავს ესხმის. იმასაც ამბობენ, რომ ის ზოგჯერ შიშველი ჩნდება. მათი თქმით, უცნობი მამაკაცებთან გამოჩენას ერიდება და გოგონებს აშინებს. მარტო შეშინება რო იყოს კიდევ არაფერი, მან 19 წლის გოგონა ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტა. მოსახლეობა მოითხოვს ამ ხიდზე განათება დააყენონ პირველ რიგში და დაცვაც, რადგან მოსახლეობამ და სტუდენტობამ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ადგილობრივი მაცხოვრებელი ზურაბ ჭავჭანიძე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, გოგონაზე უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ თვდასხმის მცდელობას იხსენებს და არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი დღევანდელ შემთხვევას უკავშირდებოდეს. ჯერჯერობით დამნაშავის პოვნა ვერ ხერხდება, პოლიცია გამოძიებას ატარებს და იმედია მალე დააკავებენ.

6
1016
6-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:jango
jango
1016
  
2012, 2 ნოემბერი, 2:32
შეკვეთით არ მუსაობს ეგ მანიაკი ? :D ეს ისე ხუმრობით და მერე ხელსხ უკვირს ვიქტორინოქსის პატარა დანით რატომ დავდივარ :D ივლი აბა არ ივლი, რაც მე ღამით ქუჩAში სიარული მიწევს და ეს არ არის არც ჯიბგირობსი გამოხატვა (ეგრეც მეუბნებიან ხოლმე) და არც რაიმე განსაკუთრებული, თავდაცვაა + აქსესუარი
2012, 2 ნოემბერი, 1:58
აუ არადა წერების დროს მაგ ხიდზე ვარ ხოლმე სულ :დ
(ორშაბათიდან მეწყება )
2012, 1 ნოემბერი, 23:20
შიშველი მანიაკი ჩაქუჩით , GPIშნიკი იქნება ასიანი :DDDDDDD
2012, 1 ნოემბერი, 22:13
რუსთავი 2 პირველი არხი, და ყველა საინფორმაციო პორტალი
2012, 1 ნოემბერი, 21:58
მანიაკი არა კარალიოკი
2012, 1 ნოემბერი, 15:09
ინფორმაციის წყარო ?
0 1 6