ცომეული ყველაზე რბილი და ფაფუკი ყველიანი კვერები 11 აპრილი, 8:27 ინგრედიენტები:✅ცომისთვის: თბილი წყალი — 220 მლ. კარაქი — გადასასმელად ჭიქა* — 200 მლ. ✅ გულსართისთვის: ყველი – 450 გრ. ✅ გადასასმელად: კვერცხის გული – 1 ცალი მომზადება:I. საფუარი, შაქარი და 1 ს. კ. ფქვილი თბილ წყალში გახსენით > როდესაც ხაში ამოვა, დაუმატეთ არაჟანი და ყველაფერი კარგად შეურიეთ > ფქვილის ნაწილს შეურიეთ მარილი და ისიც თასში ჩაამატეთ > ისევ შეურიეთ ერთმანეთს > ცომის მოზელისას, საშუალო სისქის ცომს, ზეთი დაამატეთ > ისევ კარგად შეურიეთ და დარჩენილი ფქვილიც შეაზილეთ. მოზილეთ რბილი ცომი. II. თას გადააკარით პოლიეთილენის აპკი და თბილ ადგილზე დადგით 1 სთ–ით. ცომის მოცულობა 2–ჯერ უნდა გაიზარდოს. III. გაყავით ცომი 3 ნაწილად > გუნდები სამუშაო დაფაზე მოათავსეთ და ზემოდან აპკი გადააფარეთ > გააჩერეთ ასე 10 წთ. IV. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა და მიეცით მართკუთხედის ფორმა > გადაუსვით ფუნჯით კარაქი > ზემოდან მოაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ დაფხვნილი ყველი და გადაახვიეთ > ხვეულები სპირალისებურად დაახვიეთ და გარე ბოლო, ქვემოთ შემოუკეცეთ > ოდნავ გააბრტყელეთ და საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე მოათავსეთ > ზემოდან ისევ აპკი გადააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. VI. ჩართეთ ღუმელი 200 °C, რომ გაცხელდეს. VII. ხელზე ზეთი წაისვით და კვერები გააბრტყელეთ > ზემოდან არაჟანში შერეული კვერცხის გული გადაუსვით > დაჩხვლიტეთ ჩანგლით ზედაპირი. VIII. ღუმელი რომ გაცხელდება, აცხვეთ 20-25 წთ–ის მანძილზე! IX. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, კარაქი გადაუსვით. აქვე გთავაზობთ კვერების კიდევ ერთ რეცეპტს: ინგრედიენტები:
*ჭიქა — 200 მლ. მომზადება: გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |