სხვა ეგონა, ლეკვი გადაარჩინა, მაგრამ სულ სხვა ცხოველი აღმოჩნდა 25 მარტი, 9:28 ეზრა ტუნსი კანადის პატარა დასახლებაში ცხოვრობდა, სადაც ყველა ყველას იცნობდა. ამიტომ, გაკვეთილების შემდეგ, ძაღლთან ერთად, ტყის პირას სეირნობას, მშობლები არ უშლიდნენ. ის და მისი დობერმანი, მეტსახელად დობი, ტყის ხშირი სტუმრები იყვნენ. და ერთ მზიან დღეს, მორიგი გასეირნების დროს, ეზრამ ჯოხი გადააგდო და დობი მის მოსატანად გაიქცა. მაგრამ, ჯოხის გადაგდება, შორს მოუვიდა და ძაღლი მხედველობის არიდან დაკარგა... ის კარგა ხანს არ გამოჩნდა და ეზრამ ნერვიულობა დაიწყო. ცუდის მოლოდინში, ბიჭს გული აუჩქარდა და იმ ადგილს მიაშტერდა, საიდანაც ძაღლი უნდა მოსულიყო. — დობი! — ისევ და ისევ, ეძახდა ძაღლს. მაგრამ, პასუხი არ იყო. სწორედ იმ დროს, როდესაც დასახმარებლად, სახლში აპირებდა გაქცევას, იქვე ახლოს, ბუჩქებიდან, უცნაური შრიალის ხმა შემოესმა. ეზრა ფრთხილად მიუახლოვდა იმ ადგილს და შიგნით ჩაიხედა. მან დობი დაინახა, რომელსაც პირით პატარა ლეკვი ეჭირა, რომელსაც ჯერ თვალიც კი არ ჰქონდა ახელილი. რა თქმა უნდა, უმწეო არსებას ტყეში ვერ დატოვებდა და ეზრამ ლეკვი სახლში წაიყვანა. პირველი კვირები რთული იყო. ის ყოველ 3 საათში ერთხელ, იღვიძებდა, პატარას ბოთლით აჭმევდა და მასზე ყველანაირად ზრუნავდა. დობი კი, ლეკვს ერთი წუთითაც არ ტოვებდა და ყოველ ღამე, ბუხართან, თავისი სითბოთი ათბობდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ეზრას ეჭვები გაუჩნდა. ლეკვი მისთვის ცნობილ, არცერთი ძაღლის ჯიშს არ ჰგავდა და ინტერნეტშიც ვერ იპოვა პასუხი. თუმცა, უცნაურმა პატარა, რომელსაც პიპსქვიკი დაარქვეს, მხოლოდ აზრას კი არა, მისი ოჯახის სიყვარულიც მოიპოვა. ერთ დღეს, რაღაც წარმოუდგენელი რამ მოხდა. თამაშის დროს, პიპსქვიკი წიგნების კარადაზე ძალიან ადვილად აძვრა. გაოცებული ეზრა მაშინვე ვეტერინართან ჩაეწერა... ვეტერინარმა კარგად მოზრდილი ლეკვი დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ ის ლეკვი კი არა, ქრცვინი იყო! სახლში დაბრუნებულმა ეზრამ დაინახა, როგორ ხალისიანად შეხვდა დობი თავის პატარა მეგობარს, სიყვარულით ლოკავდა და ეთამაშებოდა. ხოლო ეზრამ გადაწყვიტა, რომ ამ პატარა ქრცვინის ადგილი, სწორედ მათთან იყო. ასე გახდნენ აზრა, დობი და პიპსქვიკი განუყრელი მეგობრები.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |