შესანახი პროდუქტები დატენილი ბადრიჯანის მწნილი 2012, 1 მარტი, 15:13 მასალად საჭიროა:
ბადრიჯანი – 10კგ ნიახური – 500გრ ოხრახუში – 300გრ რეჰანი – 300გრ ნიორი – 100გრ წიწაკა – 50გრ ქვამარილი – 700გრ ძმარი –1/2 ლიტრი 10კილოგრამი პატარა ზომის ბადრიჯნები ჩავჭრათ სიგძეზე და შიგ ჩავტენოთ ნედლი, წვრილად დაჭრილი მვანილი აღნიშნული რაოდენობით. შემდეგ მჭიდროდ ჩავაწყოთ დასამწნილებლად გამზადებულ ჭურჭელში, ზემოდან დავაყაროთ ცხელ წყალში ამოვლებული და გაცივებული ნიახური და ოხრახუში, დავასხათ 70%–იანი მარილწყალი და ზევიდან დავადოთ რაიმე სიძიმე. დავახუროთ კარგად ჭურჭელს და შევინახოთ ზამთრისთვის. 685 2-ს მოსწონს
|