x
image
სესილი
კიტრის დამჟავება
imageშევარჩიოთ ახალი, ქორფა, საშუალო ან უფრო პატარა ზომის სქელკანიანი, მწვანე ფერის, საღი, დაუზიანებელი და სწორი ფორმის კიტრები. ამოვავლოთ ძალიან ცივ წყალში, ჩავაწყოთ ჭურჭელში, მაშინვე დავასხათ მდუღარე წყალი და თავდახურული გავაჩეროთ 15–20წუთი. როდესაც წყალი გაგრილდება, ე.ი. ნელთბილი გახდება, ამოვალაგოთ კიტრები და ჩავაწყოთ ყინულივით ცივ წყალში. ცოტა ხნის შემდეგ გადავალაგოთ მწნილისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, ჩავაწყოთ მჭიდროდ, დავაყაროთ ოხრახუში, თესლოვანი კამა, ქინძი, ნიორი და დავასხათ მარილწყალი. მაშინვე დავახუროთ ჭურჭელს და დავუტოვოთ სადუღარი ხვრელი. დადუღების შემდეგ შევინახოთ ცივ და გრილ ადგილას. ასეთი სახის მწნილი დიდხანს არ ინახება.
6
11062
10-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
11062
  
2017, 28 მაისი, 3:28
შაქარსაც თუ მოაყრით ხრაშუნა იქნება
2017, 28 მაისი, 3:28
2 ლიტრიან ქილისთვის ცოცხალი კიტრი გარეცხეთ, ბანკაში ჩააწყვეთ დაფნა, კამა,ნიახური, წიწაკა და ნიორები ჩადეთ კიტრი მჭიდროდ , შუაშიც ჩაუფინეთ ნიაახური და ნიორები , და ზემოდანაც, მოაყარეთ 3 სუფრის კოვზი მარილი , მოახსით 1 -1.5სუფრის კოვზი ესენცია დაახურეთ რკინის თავსახური და წამოადუღეთ მანამ საანამ კიტრი არ შეიცვლის ფერს, მერე მოხუფეთ, და შეინახეთ , ინახება დიდხანს
2016, 20 მაისი, 14:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 6 სექტემბერი, 21:41
დაფნა ,ცოტა შაქარი და წიწაკაც უნდა მაგ ყველაფერს.წვრილად დაჭრილ სტაფილოსაც თუ უზამ უკეთესია და ლიმონ მჟავასაც. მერწმუნე ბევრად გემრიელი გამოგივა და ლამაზიც.
2015, 28 მარტი, 20:36
როგორ მიყვაარს
2012, 17 ოქტომბერი, 4:59
კარგია :)
0 1 6