x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰიტლერის საყვარელი ძმისშვილის დღემდე ბურუსით მოსილი სიკვდილი
image

1920 წლის 14 მარტს დაიბადა ჰაინც ჰიტლერი— ალოის ჰიტლერისა და მისი მეორე ცოლის, ჰედვიგ ჰაიდემანის ვაჟი, ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჰაინცი ვერმახტს შეუერთდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა.



მისი უფროსი ძმისაგან განსხვავებით ჰაინცი ნაციონალ-სოციალისტი (ნაცისტი) და ჰიტლერის საყვარელი ძმისშვილი იყო. მან ბიძის ხელშეწყობით დაამთავრა ელიტური ნაცისტური სამხედრო აკადემია- განათლების ეროვნულ-პოლიტიკური ინსტიტუტი საქსონია-ანჰალტში. მას სურდა გამხდარიყო ოფიცერი და შეუერთდა ვერმახტს, რის შემდეგაც 1941 წლიდან იბრძოდა პოტსდამის 23-ე საარტილერიო პოლკში.

image


შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცნობილმა სახელმა საშუალება მისცა ჰაინცს 1941 წლის შემოდგომაზე მიეღო თავისი პირველი და უკანასკნელი ჯილდო - მეორე ხარისხის რკინის ჯვარი.


23-ე დივიზია, ისევე როგორც მთლიანი გერმანული ჯარი, რომელიც მოსკოვისკენ მიიწევდა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.


უკვე 1 დეკემბერს სოლნეჩნოგორსკის რაიონში პოლკი ალყაში მოაქციეს და გაჭირვებით დააღწიეს თავი.


1941 წლის შობის დღეს ჰაინცმა მოასწრო სადღესასწაულო მისალოცი ბარათის მიღება- „ბიძასგან თავის საყვარელ ძმისშვილს“.


1942 წლის 5 იანვარს, უკანდახევის დროს, პოლკის საკომუნიკაციო პუნქტის დემონტაჟისას, ჰაინცი საბჭოთა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს.

image

მისი გარდაცვალების თარიღი და ადგილი მითითებულია: 1942 წლის 21 თებერვალი, ბუტირკას ციხე. რა დაემართა 21 წლის ახალგაზრდას ამ თვენახევრის განმავლობაში, დატყვევების მომენტიდან სიკვდილამდე, დღემდე ბურუსითაა მოსილი. ამის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ გახმაურებულა და მისი გარდაცვალების თარიღიც კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. უცნობია მისი საფლავიც.


რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ საბჭოთა სარდლობამ მაშინვე გააცნობიერა, თუ ვინ ჩაუვარდათ ხელში, რადგან ის არ გადაიყვანეს ჩვეულებრივ სამხედრო ტყვეთა ბანაკში.


აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1941 წლის ივლისში სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს.


დიდი ალბათობის შეიძლება, ჰიტლერის ძმისშვილის მასზე გაცვლაც იყო დაგეგმილი.მაშინ შეიძლება რაიმე ვივარაუდოთ, თუნდაც ის, რომ ჰაინც ჰიტლერმა კატეგორიულად უარი თქვა ასეთ გაცვლაში მონაწილეობაზე და "ნკვდ"-ს ჩეკისტებმა უბრალოდ დახვრიტეს ის.


თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სტალინს მაინცდამაინც არ უყვარდა თავისი პირველი ვაჟი, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ნაცისტებს ტყვედ ჩაბარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან პირადად გასცა ბრძანება ფიურერის ძმისშვილის დახვრეტაზე, რათა წინასწარ გამორიცხულიყო ასეთი სამარცხვინო კომბინაციის ნებისმიერი შესაძლებლობა.


უცნობია, შეიტყო თუ არა თავად ადოლფ ჰიტლერმა ძმისშვილის გარდაცვალების შესახებ. ალბათ, რომ სცოდნოდა, გებელსის პროპაგანდას შეეძლო ეს ეპიზოდი მესამე რაიხის გმირულ ლეგენდად ექცია. სავარაუდოდ, ის დარჩა ფიურერისთვის როგორც"უგზო უკვლოდ დაკარგული აღმოსავლეთის ფრონტზე".


ზუსტად იგივე ბედი გაიზიარა სტალინის შვილმაც,

ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, 1943 წლის 14 აპრილს დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში ის დახვრიტეს, მისი საფლავიც დღემდე ცნობილი არ არის.


0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...