x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფორმულას“ წილი კეზერაშვილმა მთლიანად გაასხვისა - რა ელის ტელევიზიას?
image

.


თავდაცვის მინისტრობის დროს გამილიონერებულმა ოლიგარქმა დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" კუთვნილი 26%-იანი წილი სრულად გაასხვისა და არცერთი პროცენტი აღარ დაიტოვა ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ოლიგარქმა საკუთარი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.

.


მედიასაშუალებები უკვე იუწყებიან, რომ შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.. რეესტრს ეს განცხადება გასულ თვეებშიც ჰქონდა მიღებული, მაგრამ ცვლილება მაშინ ვერ დარეგისტრირდა და კომპანიას ვადა მიეცა.

.

თავდაპირველად ოლიგარქ კეზერაშვილს ახლადდაფუძნებულ ტელევიზიაში 51%-იანი წილი ჰქონდა. იმის გამო, რომ მას მალევე წამოეწია ევროპელი პენსიონერების ძარცვის და ქოლცენტრების სკანდალი, ასევე გამოძიებები საქართველოდან თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის მითვისების საქმეებზე. მალე მან ნეიტრალობის საბაბით წილის 25% გადასცა არხის თანამშრომლებს და წლების წინ გადაუფორმა, თუმცა საკონტროლოდ დაიტოვა 26%-იანი წილი. ახლა კი ამბობენ, რომ მას მთლიანად გასვლა სურდა ტელევიზიიდან.

/

დეკემბერში გავრცელდა ცნობა, რომ ოლიგარქი კეზერაშვილი ტელევიზიის დაფინანსების გაგრძელებაზე უარს აცხადებდა და ამის გამო იანვრიდან ტელევიზიის მაუწყებლობა უნდა გაჩერებულიყო. არხი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ითხოვს ფულად შემოწიუულობებს ფუნქციონირების გასაგრძელებლად. ანგარიშის ბანერი ეთერში ბოლო ხანს გამოჩნდა, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ მათ დაფინანსებას კეზერაშვილი მართლაც აღარ გეგმავს.

.

ამჟამად, ფორმულას 38, 25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა". 2, 25-2, 25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება. ასე რომ ყველაზე დიდ წილს მიშა მშვილდაძე ფლობს.

1
122
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
122
  
ერთი Yლე არ არის,კეზერასი იქნება თუ მშვილდაძესი?
0 1 1