x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ მისცა ძველ ინდოეთს მაღალი ტექნოლოგიები?
image


III-X საუკუნეებში და კიდევ უფრო ადრე აშენებული, ტაძრების კომპლექსების, სასახლეების და გამოქვაბულების სიწმინდეების დათვალიერებისას, არ შეიძლება არ დავინტერესდეთ, ცოდნით და ტექნოლოგიებით, რომელიც მსგავსი ნაგებობების შესაქმნელად იყო საჭირო, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბევრი იმდროინდელი ობიექტის ხელახლა შექმნა, ძალიან რთული ამოცანაა...


image


ინდოელებმა, არქიტექტურის და ინჟინერიის თვალსაზრისით, ბრწყინვალე ნაგებობები, იმ დროს ააშენეს, როდესაც ევროპელები, ჯერ კიდევ პრიმიტიულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს, ხილულის მხოლოდ ნაწილია... ჩვენ მხოლოდ იმის დანახვა შეგვიძლია, რაც ქვაშია შემორჩენილი. როდესაც მეცნიერები უძველეს ტრაქტატებს ეცნობიან, რომლებშიც დროის მიმართ, ნაკლებად მდგრადი ობიექტებია აღწერილი, იქ დაფიქსირებული ფაქტებით, გაოგნებულები რჩებიან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ძველ ინდურ ტექნოლოგიებს, თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, აჯობოს კიდეც.


image


სკეპტიკოსებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ალბათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ. მაგრამ, როგორ არ უნდა დავუჯეროთ უძველეს ტექსტებს, თუ ერთი და იგივე გამოგონება, სხვადასხვა ავტორის მიერ, მრავალი დეტალით და გამოსახულებით არის აღწერილი? ეს შეიძლება იყოს, რობოტების მსგავსი, ხელოვნური ცხოველების აღწერილობები, საფრენი აპარატები, პილოტებისთვის საჭირო ინსტრუქციებით და რთული სამედიცინო პროცედურები...

იგივე წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ ჩვენს ერამდე ორი ათასი წლით ადრე, ინდოელები მათემატიკის ცოდნის დონე, გაცილებით ღრმა იყო, ვიდრე ძველი ბერძნების, რომლებსაც არაერთ თეორემას მიაწერენ.


image


მაგრამ, საიდან მიიღეს მათ ასეთი ცოდნა? აქ მხოლოდ 2 ვარიანტია შესაძლებელი: ცოდნა ინდიელებს მაღალგანვითარებულმა უცხოპლანეტურმა ცივილიზაციამ გადასცა, ან ჩვენი პლანეტის ცივილიზაციამ, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო გაქრა და მათ შესახებ, ჩვენ არაფერი ვიცით.



image


ორივე ვარაუდის სასარგებლოდ, ფაქტები არსებობს. მაგ., ინდური ეპოსის თანახმად, ღმერთები ადგილობრივ მოსახლეობას ბევრ რამეს ასწავლიდა. მათ უჩვეულო სახის კანი ჰქონდათ და საფრენი აპარატებით გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, ისინი იარაღს ფლობდნენ, რომელიც შორ მანძილზე მოქმედებდა.


image


ასევე არსებობს კედლის მხატვრობა და ხალხური ლეგენდები, რომელიც ძველ დროში, უცხოპლანეტელებთან კონტაქტებზე გვამცნობს. ამ ლეგენდებში საუბარია ჩრდილოეთიდან მოსულ ადამიანებზე, რომლებიც უნიკალურ ცოდნას ფლობდნენ. მათ თეთრი კანი და ნათელი თვალები ჰქონდათ და თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან შედარებით, უფრო რთული ოპერაციების ჩატარება შეეძლოთ.


image


ინდოეთის ტერიტორიაზე არაერთი აღმოჩენა არსებობს, რომელიც წარსულში, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ყოფნას ადასტურებს, ან შესაძლოა, ჩვენი ცოდნა ისტორიის შესახებ, სრული არ არის და ინდოელებმა ამ ყველაფერს, დამოუკიდებლად, ევოლუციის გზით მიაღწიეს?!


imageარხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* მთვარეზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია

* "მთვარიანი ღამე" – გამოცანა მხოლოდ ნამდვილი დეტექტივებისთვის (პასუხი აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0