x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფაშისტი.... ფრთხილად, თქვენივე ზიზღში და ფურთხში ჩაიხრჩობით“ - ნინო ნადირაძე-კუზანოვა
image

.

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე კუზანოვა ანრი ჯოხაძის ჩაშლილ კონცერრტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალურ სტატუსებს აქვეყნებს და რადიკალურ აქტივისტებს უპირისპირდება, რომელთა ბულინგისა და ზეწოლის შედეგად გაუქმდა საზღვარგარეთ 3 მარტს დაგეგმილი კონცერტი.

.


ნინო ნადირაძე კუზანოვა მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდებით რადიკალი აქტივისტები შორს ვერ წავლენ და შედეგს ვერ მიიღებენ. ასეთი უხეში მეთოდებით რომ იბრძვიან, სწორედ ამიტომაა, რომ მასების აყოლიებას ვერ ახერხებენ, რადგან შეუძლებელია, ასეთი მეთოდები საზოგადოების მხარდაჭერას ჰპოვებდეს.

.

გთავაზობთ ნინო ნადირაძის ფეისბუქ პოსტებს.

.

ფაშისტი ყ-----ქალა, აი ასეთი მეთოდებით, ჩაფურთხებებით და ჩაფსმებით შორს წახვალთ, ფრთხილად, თქვენივე ზიზღში და ფურთხში ჩაიხრჩობით.
.
ეტყობა დაიკლო ის 6 კილოც და ანრის მიუვარდა კონცერტის ჩასაშლელად -- წერს ნინო ნადირაძე.
.
ესპანეთში მცხოვრები ჟურნალისტი მაკუნა დეკანოსიძე ინფლრმაციას ავრცელებს, რომ მომღერალ ანრი ჯოხაძეს ბარსელონაში დაგეგმილი კონცერტი ჩაეშალა:
“გუშინდელი ამ ჯგუფის აქტიურობის, ბარსელონაში და ზოგადად ესპანეთში ანრის მიმართ გამოხატული პროტესტის შემდეგ, რასაც მოჰყვა გასამართ ლოკაციაზე ერთობლივად ცუდი შეფასებების დაწერა, ბარმა სასწრაფოდ გააუქმა “გრანდიოზული” კონცერტი და განცხადება გაავრცელა …

/
ბარის განცხადება:

“2025 წლის 3 მარტისთვის ჩვენს დარბაზში გამოცხადებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გვინდა განვმარტოთ შემდეგი:
ჩვენი დარბაზი იქირავა გარე მწარმოებელმა კომპანიამ ღონისძიების ჩასატარებლად. ჩვეულებისამებრ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მესამე მხარის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მენეჯმენტში ან მხატვრულ პროგრამირებაში, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება სივრცის გაქირავებით.
ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ აღნიშნული ღონისძიება მოიცავდა ქართველი მომღერლის შესრულებას. გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირი სახის კავშირი არ გვაქვს არც ამ არტისტთან და არც პროდიუსერულ კომპანიასთან, რომელმაც ის დაიბარა. ღონისძიების და ამ ხელოვანის შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ღონისძიება ჩვენს ადგილზე.
ჩვენი პრიორიტეტია ყოველთვის ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც გვახასიათებს როგორც კულტურულ სივრცეს. ჩვენ ვაფასებთ ყველას გაგებას და ვწუხვართ ნებისმიერი უხერხულობის გამო, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ.
კომენტარების რაოდენობა საკმაოდ აზიანებს ჩვენს რეპუტაციას, როდესაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არტისტთან და ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ ღონისძიების გაუქმება, ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეძლებთ შეასწოროთ თქვენი შეფასება.
ვითხოვთ თქვენს თანამშრომლობას და დახმარებას ამ კუთხით.
პატივისცემით,
“მოდის ბარის შოურუმი”

.

მაკუნა დეკანოსიძე აკონკრეტებს:

“ დამიდასტურა კომპანიამ და ვაცაფზე მომწერა – გამარჯობა, ჩვენ უბრალოდ სივრცე ვართ და მწარმოებელ კომპანიას ვაცნობეთ, რომ ამ ღონისძიებისთვის კარებს არ გავხსნით. მესმის, რომ მწარმოებელმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში უნდა გაავრცელოს.”

.
0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0