შოუბიზნესი ნუცა ბუზალაძე ელტონ ჯონის „ოსკარის“ წვეულებაზე იმყოფებოდა(ფოტოები) დღეს, 16:00 ![]() მომღერალი ნუცა ბუზალაძე ელტონ ჯონის მიერ ორგანიზებულ „ოსკარის“ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვდა. აღნიშნულ წვეულებაზე გადაღებული ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
„მართლაც დაუვიწყარი ღამე ელტონ ჯონის ლეგენდარულ ოსკარის წვეულებაზე! დიდი სიამოვნებაა ამ ღამის გაზიარება განსაცვიფრებელ ჰაიდი კლუმთან, ლეგენდარულ დონატელა ვერსაჩესთან და ბევრ სხვა გამორჩეულ სტუმართან. დასამახსოვრებელი ღამე“, - წერს "ინსტაგრამზე" ნუცა ბუზალაძე.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნუცა ბუზალაძის კარიერა 2011 წლიდან იწყება, როდესაც 14 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო „ნიჭიერში“ და ნახევარფინალამდე მიაღწია. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიას" შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა.იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინა სიმღერით „Firefighter“, სადაც ფინალში 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.იყო აგრეთვე ცნობილი შოუს, American Idol-ის მონაწილეც. 30 1-ს მოსწონს
|