ქალი და მამაკაცი ქალი ქმარს გაშორდა და საყვარელთან ერთად გაიქცა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა გუშინ, 17:38 ![]() Times: საფრანგეთში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი საყვარელი მოკლა. შეყვარებული წყვილი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ მათ ახალ სახლში ორივე გარდაცვლილი იპოვეს. წყვილის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი გარდაცვლილი ქალის ყოფილი ქმარი გახდა. ბრიტანელი ელისონ ერბი 49 წლის იყო. იგი დაიბადა და გაიზარდა ნორფოლკში, (აღმოსავლეთ ინგლისი)და 1995 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად ახალი ცხოვრების საძიებლად. ელზასში მან გაიცნო თავისი პირველი სიყვარული, ფრანგი ოლივიე ჰერბი, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით იყო უფროსი. ელისონი მუშაობდა ძიძად, ოლივიე კი პოლიციაში ძაღლების კინოლოგი იყო. მათ სამი შვილი შეეძინათ- ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. როგორც ხშირად ხდება, დროთა განმავლობაში, ოჯახი რუტინაში ჩაეფლო. მათ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა... შემდეგ კი, 2023 წელს, ელისონმა, 49 წლის ელისონმა 51 წლის ლორეტო დი სალვატორე გაიცნო. ელისონს მამაკაცი შეუყვარდა. ერთ დღეს მან გადაწყვიტა შეეცვალა საკუთარი ცხოვრება და ყველაფერი დაეწყო ნულიდან. განქორწინების მოთხოვნის შემდეგ ბრიტანელი ქალი დაემშვიდობა თავის ფრანგ ქმარს, დატოვა იგი 15 წლის არასრულწლოვან ქალიშვილთან და ახალ საყვარელთან ერთად გაიქცა იქ, სადაც ბედი მიიყვანდა, კერძოდ, მყუდრო სოფელ როპენტსვილერში, ფრანკო-შვეიცარიის საზღვარზე. ელისონს გრძნობდა, რომ ისევ ლაღად სუნთქავდა. დი სალვატორემ გააღვიძა მასში ის გრძნობებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდა. წყვილმა თითქოს იპოვა ბედნიერება. დღისით ელისონი შვეიცარიაში საბავშვო ბაღის მენეჯერად მუშაობდა, საღამოობით კი ლორეტოს ეხმარებოდა როპენტსვილში მათი ახალი სახლის მოწყობაში. "ელისონმა საბოლოოდ იპოვა ნამდვილი სიყვარული მისტერ დი სალვატორესთან", - იხსენებს ბრიტანელის და The Times-თან ინტერვიუში. მაგრამ ოლივიე ჰერბი სხვაგვარად ფიქრობდა. 2023 წლის მაისში მეხანძრეებმა ელისონისა და ლორეტოს ცხედრები მათ ახალ სახლში აღმოაჩინეს. სამი გასროლით ორივე დაიღუპა. არც თითის ანაბეჭდები, არც რაიმე სხვა კვალი. მხოლოდ კუთხეში მიგდებული პატარა კალიბრის რევოლვერი იპოვეს. პირველ რიგში ელისონის ყოფილი ოჯახის წევრები გახდნენ ეჭვმიტანილები. პოლიციამ ელისონის 24 წლის ვაჟი ორჯერ დააკავა. პოლიციაში ყოფილი ქმარიც დაკითხეს. ის გახდა ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, მაგრამ პირდაპირი ნივთმტკიცებების არარსებობის გამო, ფრანგი სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ გაეთავისუფლებინათ მათი კოლეგა. "მე მონაწილეობა მივიღე ამ წყვილის ცხოვრებაში, მაგრამ არა მათ მკვლელობაში", - თქვა ერბმა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის პირველად გაათავისუფლა. გამომძიებლები მას თვალყურს ადევნებდნენ. პოლიციამ იცოდა, რომ ერბს ორჯერ წაუყენეს ბრალი ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო. ასევე შემჩნეული იყო ყოფილ ცოლზე თვალთვალში. ![]() 2024 წლის აპრილიდან დაიწყო ერბის წინააღმდეგ მასიური კამპანია - ფრანგულმა პოლიციამ ჩაატარა 150-ზე მეტი მოწმის დაკითხვა, შეაგროვა მონაცემები ტელეფონებიდან, CCTV კამერებიდან მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, მაგრამ საბოლოოდ გამოძიებას ელისონის წინდახედულობა დაეხმარა სიმართლის გამჟღავნებაში და გამოძიებასაც წერტილი დაესვა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ელისონმა და დი სალვატორემ თავიანთ სასიყვარულო ბუდეში CCTV კამერები დაამონტაჟეს. კადრებში ჩანს, რომ იმ საბედისწერო მაისის დღეს, ელისონი სახლიდან გავიდა. რამდენიმე წუთში სახლში შემოვიდა მამაკაცი, რომელსაც შავი კაპიშონიანი ქურთუკი ეცვა და ხელთათმანები ეკეთა. "მკვლელი კარგად იყო შენიღბული. ფრთხილობდა, რომ კადრში სახე არ გამოეჩინა", - განაცხადეს პოლიციაში. ოლივიემ ჯერ დი სალვატორე მოკლა. ზუსტად რვა წუთის შემდეგ ელისონი სახლში დაბრუნდა. ეჭვიანმა ქმარმა ისიც მოკლა, შემდეგ კი სხვენის ფანჯრიდან გადაძვრა შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციას, კამერებიდან მიღებული მონაცემების მიღების შემდეგ, ცოტაღა დარჩა გასაკეთებელი. 2025 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ოლივიე ჰერბს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის ორი მუხლით. ერბის სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაიწყოს, მაგრამ ის ამჟამად იმყოფება სტრასბურგის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში. ოლივიე ყოფილი პოლიციელის სტატუსის გამო იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან. 298 3-ს მოსწონს
|