ქალი და მამაკაცი ქალის და მამაკაცის მეგობრობა. მეცნიერული კვლევის შედეგები 2012, 28 ოქტომბერი, 9:13 ![]() ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეობა მიაღებინეს 88 მეგობარ წყვილს. ყველა მონაწილე დაარწმუნეს კონფიდენციალურობასა და ანონიმურობაში, რათა გულახდილი პასუხები მიეღოთ. თითოეულ ადამიანს ჰკითხე მეგობრის მიმართ რომანტიული გრძნობების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის საკითხს. მამაკაცებს უფრო ხშირად იზიდავს მეგობარი გოგონები, გარდა ამისა მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათ მეგობარ ქალსაც აქვს რომანტიული გრძნობები მის მიმართ. სინამდვილეში ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა იმასთან თუ რას ფიქრობდნენ ქალები. ქალებს, როგორც წესი არ იზიდავს მეგობარი მამაკაცები და ამასთან ისინი დარწმუნებული არიან, რომ არც მამაკაცებს აქვთ რაიმე გრძნობა მეგობრობის გარდა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცებისათვის უფრო რთულია მხოლოდ მეგობრის სტატუსის შენარჩუნება და მათთვის სრულიად მისაღებია მეგობრობის გადაზრდა ინტიმურ ურთიერთობაში. მეორე გამოკვლევაში 245 ზრდასრულ ადამიანს სთხოვეს ჩამოეთვალათ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. რომანტიული ლტოლვა 5-ჯერ უფრო ხშირად დასახელდა, როგორც ნეგატიურ ფაქტორი. თუმცა ეს ძირითადად ქალების პასუხი იყო. მაშ ასე, შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა? თუ ამა საკითხს ქალის თვალით შევხედავთ, კი. მაგრამ თუ კაცის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ თუ იქნება შესაძლებლობა მეგობრობა ადვილად გადაიზრდება რომანტიულ ურთიერთობაში. 975 7-ს მოსწონს
|