განათლება მასწავლებელს 10 მოსწავლესთან ჰქონდა ინტიმური კავშირი და თან ნარკოტიკებს აძლევდა დღეს, 11:32 ![]() 31 წლის ბრიტანი ფორტინბერის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში აღიძრა. მაშინ ქალაქ მარტინსვილის მცხოვრები პოლიციას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მასწავლებელმა 15 წლის შვილიშვილს ნარკოტიკი მისცა და თან რამდენჯერმე ჰქონდა მასთან სექსი. ბებიის თქმით, ფორტინბერი მოზარდს მოსვენებას არ აძლევდა, მესენჯერით ეკონტაქტებოდა და საკუთარ შიშველ ფოტოებს აუგზავნიდა.ის ასევე ამტკიცებდა, რომ ფორტინბერიმ უთხრა ბიჭს, რომ თუ ვინმეს ამის შესახებ მოუყვებოდა, ის თავს მოიკლავდა. ეს სკოლის მოსწავლემ გამომძიებელთან საუბრისას ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, ფორტინბერიმ იგი ქალაქგარეთ რამდენჯერმე წაიყვანა და შხაპი ერთად მიღეს. მოზარდმა ასევე დასძინა, რომ მასწავლებლის ქმედებით.ანალოგიურად "ხუთიდან ათამდე" ბავშვი დაზარალდა. ფორტინბერის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა სტრიპტიზის ძელი, სექს- სათამაშოები და ნარკოტიკები. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მარტინსვილის სკოლის ყოფილი მასწავლებელი ციხეშია მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი ჰქონდა მინიმუმ ერთიდან 10 მოსწავლესთან. 31 წლის ბრიტანი ფორტინბერის ბრალი წაუყენეს შემდეგში: არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა, მე-4 დონის მძიმე დანაშაული არასრულწლოვანებზე საზიანო მასალების გამოყენება არასრულწლოვანებზე სამართალდარღვევის ხელშეწყობა.გამოძიება ამ დროისთვის გრძელდება. 432 3-ს მოსწონს
|