x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფრენკ ჰეისი- ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც მკვდარმა მოიგო შეჯიბრი
image

ბევრი სპორტი უბიძგებს სხეულს მაქიმალურ დატვირთვისკენ, რომელიც ზოგიერთისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

ფრენკ ჰეისი ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც და მის შემდეგაც, იყო მსგავსი შემთხვევები, ჰეისი განსაკუთრებული გამონაკლისია: საქმე იმაშია, რომ მან გარდაცვლილმა გაიმარჯვა.


ფრენკ ჰეისი დაიბადა 1901 წელს ირლანდიაში. 1916 წელს, როცა მოზარდი იყო, ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. ისინი ბრუკლინში ცხოვრობდნენ და ჰეისმა იშოვა სამუშაო ცხენების მომშენებელ ჯეიმს კ. ფრეილინგთან. ჰეისი უვლიდა თავლას, ავარჯიშებდა ცხენებს და ასრულებდა სხვა წვრილმან სამუშაოებს, მაგრამ ფარულად ბიჭი ოცნებობდა თავად გამხდარიყო ჟოკეი.



ჰეისს შანსი გაუჩნდა 1923 წლის 4 ივნისს, ბელმონტ პარკში, ნიუ-იორკში, მას შემდეგ, რაც მან მოახერხა დაერწმუნებინა თავისი დამსაქმებელი, რომ მიეშვა ცხენზე სახელად Sweet Kiss.(ტკბილი კოცნა)


არც ჰეისს და არც Sweet Kiss-ს აქამდე ოფიციალურ რბოლაში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა რბოლა, ამიტომ ფსონის კოეფიციენტი 5:1-ზე იყო.ახალბედა დუეტის მოგებას არც არავინ ელოდა .


მიუხედავად იმისა, რომ შანსი მინიმალური იყო, ჰეისმა მოახერხა წინ გაჭრა. ფინიშზე მიახლოებისას მაყურებლებმა დაინახა, რომ იგი ცხენის ზურგზე გადავარდა და მხოლოდ ერთი ხელით ეკავა ლაგამი. ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდა უბრალოდ თავს იწონებდა, სანამ ცხენი ფინიშის ხაზს არ გადალახავდა. მათ კიდევ 100 მეტი გაიარეს და გაჩერდნენ.

image

22 წლის მხედარი ჯერ წინ გადაიხარა, შემდეგ გვერდზე ჩამოცურდა და პირქვე დაეცა მიწაზე.


"ტრიბუნაზე მაყურებლის ტაში მომენტალურად სიცილში გადაიზარდა, რადგან ჟოკეი თითქოს უხერხულად ჩამოვარდა ცხენიდან", - წერდა გაზეთი Buffalo Morning Express. ”-თუმცა ბრბომ უცებ გაიაზრა ტრაგედია, როდესაც მიხვდა, რომ მბზინავ აბრეშუმის კოსტუმში გამოწყობილი ჟოკეის სხეული გაუნძრევლად იწვა.”


იპოდრომის ექიმი დოქტორი ჯონ ა.ჰ. ვურჰესი შემთხვევის ადგილზე მივარდა, ეგონა, რომ ჰეისი დაშავდა. პირველადი დახმარება გაუწია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ფრენკ ჰეისი მკვდარი იყო.


ჰეისი, როგორც ჩანს, გარდაიცვალა გულის შეტევით, რაც გამოწვეული იყო იმ ინტენსიური რეჟიმით, რომელსაც ის ატარებდა რბოლისთვის მზადებისას, ასევე შფოთვით. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეისი ცდილობდა წონის დაკლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რბოლის წინა დილას მან რამდენიმე საათი ვარჯიშობდა, დარბოდა და წყალს უარს ამბობდა. უნაგირზე რომ შეჯდა, სუსტი და გადაღლილი იყო.

image

დედამისმა მარგარეტმა დაამოწმა, რომ ჰეისს სუსტი გული ჰქონდა. მას არ სურდა, რომ შვილი ჟოკეი გამხდარიყო, რადგან იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


ფრენკ ჰეისი სამი დღის შემდეგ დაკრძალეს სრული სარბოლო სამოსით, თავის ნეკროლოგში The Times Union წერდა:


"იგი გახდა თითქმის ფანატიკური ენთუზიაზმისა და ცხენოსნობის თაყვანისცემის მსხვერპლი. დედის თქმით, ფრენკი ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული ცხენებით და მისი მთავარი ოცნება იყო გამხდარიყო ჟოკეი, კარიერა, რომელიც დედის რჩევის საწინააღმდეგოდ აირჩია. ის მუშაობდა ტრენერად სამი წლის განმავლობაში, სანამ მისტერ ფრეილინგი არ დათანხმდა მის თხოვნას, დაშვებულიყო რბოლაზე"

image

0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0