x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი დაქორწინდა ქალზე, რომელსაც მანქანით დაეჯახა
imageთავიდან მამაკაცს არ სურდა ურთიერთობის დაწყება, მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობის გამო, მაგრამ ერთ დღეს დათანხმდა ქალთან ერთად კინოში წასულიყო, რათა რაღაცნაირად საკუთარი დანაშაული გამოესყიდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს ლი, დაეჯახა უცნობ ქალს, რომელიც ელექტრო ველოსიპედს მართავდა. მძღოლი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, რათა შეემოწმებინა ცოცხალი იყო თუ არა ქალი.


მსხვერპლმა, რომელსაც მოგვიანებით კისრის ძვლის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, თქვა „არ ინერვიულოთ“ და მიიღო მამაკაცისგან გულწრფელი ბოდიში.

image



ამის შემდეგ ლი ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულის მოსანახულებლად და მოსავლელად, რომელმაც ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი და ჩაის მაღაზიაში მუშაობდა. წყვილი პირად ისტორიებს უყვებოდნენ ერთმანეთს. შემთხვევიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ დაზარალებული ლის სიყვარულში გამოუტყდა.


თავიდან მამაკაცს არ სურდა ურთიერთობის დაწყება, თავს იკავებდა მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობის გამო, მაგრამ ერთ დღეს მასთან ერთად კინოში წასვლას დათანხმდა.

image

ქალი გასულ სექტემბერში დაორსულდა, თებერვალში კი დაქორწინდნენ, თუმცა უახლოეს მომავალში დაქორწინებას არც ერთი მათგანი არ აპირებდა.


ლი ახლა ცოლის ოჯახში ცხოვრობს "რადგან ის უფრო ახლოს არის სამსახურთან". ის ამტკიცებს, რომ სიდედრი მას ძალიან კარგად ექცევა და პატარძლის გამოსასყიდიც (26 ათასი დოლარი) არ მოუთხოვია, რადგან იცოდა, რომ ვალები ჰქონდა, სამაგიეროდ სთხოვა ამ ფულის ბიზნესში ჩადება.


ლიმ დასძინა, რომ ავარია, რომელშიც მისი ამჟამინდელი მეუღლე დაშავდა, უკვე მეექვსე იყო ბოლო ორ თვეში, მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს იყო უკანასკნელი მათი შეხვედრის შემდეგ.

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0