საზოგადოება მარკუს მეტრეველი ათენში ქართველების გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს, 13:58 ![]() ერთხელ ათენში ყველაზე დიდ „ბუზიკებში” დავიწყე მუშაობა, რაც ბერძენი მომღერლებისთვისაც კი საოცნებო იყო. ქალაქში გამოიფინა ჩემი ლაითბოქსები. ამან გამოიწვია ქართველების ინტერესი და გახსნაზე პირველი მაგიდა სწორედ ქართველებმა დაიკავეს, 6-კაციანი მაგიდა იყო. კარგად გაერთნენ, მოილხინეს უამრავი ყვავილი მესროლეს და თეფში დაამტრვიეს. მოგეხსენებათ, რომ ეს ბერძნული კულტურაა, როდესაც მომღერალს ფეხებში ყვავილებს აყრიან და თეფშებს ტეხენ. მე სიხარულისგან აღფრთოვანებული ვიყავი. საღამოს ბოლოს კი მიმტანი შემოვიდა, ლანგარზე ედო 6 000-ევროიანი ჩეკი და მეუბნება, ეს თქვენმა ნათესავებმა დატოვეს და მითხრეს, რომ ანგარიშს მარკო დაფარავსო. რაც დამემართებოდა, დანარჩენი თქვენ გაიაზრეთ. ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება ჩემს ხალხზე. რასაკვირველია, დავეთანხმე მიმტანს, ნამდვილად ჩემი ნათესავები იყვნენ-მეთქი, და საქართველოზე ცუდი წარმოდგენა რომ არ შეჰქმნოდათ, მე თვითონ დავფარე ანგარიში. ეს ადამიანები იმის შემდეგ არასდროს მინახავს. – რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად? – ჩემი ყველაზე დიდი მარცხი არის ის მდგომარეობა, როდესაც წყობიდან გამოვდივარ და ჩემს თავს ვახტები, ანუ, როდესაც ვერ ვახერხებ ემოციისა და ბრაზის კონტროლს. ასევე, ჩემი დიდი მარცხი იყო საბერძნეთის დიდი შოუბიზნესიდან წამოსვლა და ლავირება იმ, ეგრეთ წოდებულ, შოუბიზნესში, სადაც ელემენტარული „დისკოგრაფია” არ არსებობს. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემი თავის იკიგაის პოვნა ამ სამყაროში! ჩემი დიდი გამარჯვებაა ჩემი შვილების – ლუკა და ვივიენ მეტრეველები. ჩემი დიდი გამარჯვებაა, რომ მიუხედავად დიდი ბოროტებისა ამ სამყაროში ადამიანად დავრჩი. ასევე, ხალხის – მსმენელის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ დიდი დოზით, როცა ამის საშუალება მეძლევა. – რა გამოცადეთ ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად? – ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ორკაციანი თვითმფრინავის მართვა თანაპილოტთან ერთად, რაც საოცრად შთამბეჭდავი იყო. გადავუფრინეთ თბილისს, ნატახტარს და დიდი ადრენალინი მივიღე. – ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ? – ყველაზე დიდი შიში და ცხოვრებაზე იმედგაცრუება იყო ჩემთვის 2017 წელს. ჩემთვის ერთი ცხოვრება დასრულდა და დავიწყე მეორე! რასაც, ცხადია, მკითხველს ვერ გავუზიარებ. ეს მხოლოდ მე მეკუთვნის, ამის შემდეგ კვლავ მყარად დავდექი ფეხზე! – რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ? – ყველაზე მეტად ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მაქვს კეთილშობილი ოჯახი, მყავს პატივსაცემი დედა, მამა, ძმა, მეუღლე. თითოეული მათგანი არის გამორჩეული ინდივიდი. ასევე, დიდი მიღწევაა, რომ ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს და ვიღებ უსაზღვროდ დიდ ენერგიას ვიბრაციის დონეზე. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ვიპოვე ჩემი თავი! მიყვარხართ! . ჟურნალი: თბილისელები 171 1-ს მოსწონს
|