x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში?" - 22 თებერვალს, ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება

ბათუმში 22 თებერვალს 17:00 საათზე, ცენტრალური პარკის კოლონადებთან გაიმართება მდუმარე მარში, რომელიც მიეძღვნება "ოცნების ქალაქში" დაღუპული ორი ბავშვის ანდრიასა და ლევანს. ბავშვები "ქართული ოცნების" გულგრილობამ და კორუფციამ შეიწირა და არავინ დასჯილა.


მდუმარე მარში



ფეისბუქზე შეიქმნა ღონისძიების ანონსი, სადაც წერია:


„ოცნების ქალაქში” ანდრიას და ლევანის დაღუპვიდან 4 დღე გავიდა.
❓❗️რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში?
❓❗️რატომ არ ჰქონდა ტერიტორიას უსაფრთხოების ღობე შემოვლებული?
❓❗️რატომ არავინ გაითვალისწინა ხალხისგან მიტაცებულ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბათუმის მერიაში, ხალხისგან მიტაცებულ აჭარისა და საქართველოს მთავრობებში, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე?
❓❗️რის გაკეთებას აპირებენ დასახლებაში დანაშაულებრივი გულგრილობის გამო მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს?
❓❗️როდის ამოავსებენ ორმოებს, როდის დახურავენ ღია ჭებს, რომ მორიგი ტრაგედიის შიშით არ ვცხოვრობდეთ?
✊????ანდრიას და ლევანის ხსოვნის პატივსაცემად,
ჩვენი შვილების დასაცავად, კორუფციისა და სამსახურეობრივი გულგრილობის გამო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრების აუტანლობის გამო❗
✊????გამოდით და შემოგვიერთდით მდუმარე მარშზე
შაბათს, 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან (მემედ აბაშიძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში)
0
29
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
29