ქალი და მამაკაცი სიყვარული არსებობს და აი, რამდენიმე ფოტო, რომელიც ამას ადასტურებს 18 თებერვალი, 14:13 ![]() პარადოქსულია, მაგრამ არასდროს გვიგრძნია თავი ისე მარტოდ, როგორც გაცნობის აპლიკაციების ეპოქაში. ასე რომ, ჩვენ ყველას გვჭირდება შეხსენება, რომ სიყვარული არსებობს და ყველა იმსახურებს მას. უბრალოდ შეხედეთ ამ მომხიბვლელ წყვილებს და სცადეთ საპირისპიროს დამტკიცება. ქმარმა 2 წლის განმავლობაში დარგო ათასობით სურნელოვანი ყვავილი უსინათლო ცოლისთვის, რათა დეპრესიასთან გამკლავებაში დახმარებოდა. ![]() „60 წელი ერთად არიან და ბაბუა ისევ სიყვარულით უყურებს ბებიას“ ![]() „დედას ძილში უჭირავს მამის ხელი მის გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ფოტო არასდროს არავისთვის მიჩვენებია, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ნამდვილ სიყვარულს ლამაზად წარმოაჩენს“ ![]() გოგონამ, რომელმაც თითი დაკარგა, ფრჩხილებს იღებავდა და ქმარმა შესთავაზა, ყოფილიყო მისი „ნეკა თითის სუროგატი“ ![]() კაცი ჩუმად უღებს ფოტოებს ცოლს, სანამ ის ვერ ხედავს ![]() „ჩემი მშობლები ყოველდღე თამაშობენ Mario Kart 64-ს, რომ გადაწყვიტონ, ვინ გააკეთებს ჩაის. 2001 წლიდან ასე აკეთებენ“ ![]() იაპონელი ცოლ-ქმარი ყოველდღე შესატყვის სამოსს არჩევს ![]() „კაცი ეკლესიის თაგვივით ღარიბი იყო, ქალი კი მდიდარი. ქალს ოჯახი ემუქრებოდა, რომ მასზე უარს იტყოდნენ დაქორწინების შემთხვევაში. ქალმა გადაწყვიტა, რომ იგი ნებისმიერ მემკვიდრეობაზე მეტად უყვარდა, დაქორწინდა მასზე და 2 შვილი გაუჩნდათ. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ბებია და ბაბუა“ ![]() „ისინი წვიმაში საუთოო დაფაზე სერფინგით იყვნენ დაკავებულნი. ახლა ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ვიპოვო ადამიანი, ვისთან ერთადაც დავბერდები“ ![]() ცოლ-ქმარი ვიეტნამიდან, რომლებიც უკვე 70 წელი დაქორწინებული არიან ![]() „სასურსათო მაღაზიასთან გრძელ რიგში ვიდექით. ამ კაცმა თქვა, რომ ტუალეტში უნდა წასულიყო, მაგრამ სინამდვილეში ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გაიქცა და ზურგს უკან დამალა“ ![]() ეს წყვილი „Woodstock” ალბომიდან ისევ ერთადაა 50 წლის შემდეგ ![]() 1967 – 2018 იგივე მოტოციკლი, იგივე წყვილი ![]() 40 წელი ერთად ![]() „მამა შობის წინ საავადმყოფოში მოხვდა. არ ვიცოდით, დაბრუნდებოდა თუ არა სახლში საერთოდ, მით უმეტეს დღესასწაულზე. ფოტოზე დედასთან ერთად შობაზე ცეკვავს სიმღერაზე „I’ll be home for Christmas”. ![]() „ჩემი ცოლი მანამდე და შემდეგ, რაც ვუთხარი „მე შენ მიყვარხარ“ ![]() „წყვილი ვუდსტოკის ფესტივალზე გაცნობიდან 48 საათის შემდეგ და 50 წლის შემდეგ“ ![]() წყვილი 1890-იან წლებში ვერ იკავებს სიცილს პორტრეტის გადაღებისას ![]() მომხიბვლელი წყვილი ![]() „ხელახლა ვკითხულობ შეფასებას Amazon-დან, მხოლოდ იმისთვის, რომ გავიღიმო. 88 წლის ქალი და მისი 92 წლის ქმარი ჰელოუინის წვეულებაზე წავიდნენ. მათ მოეწონათ ფუტკრის კოსტიუმი“ ![]() „საყვარელი წყვილი ჩვენს ვეიპშოპში შემოვიდა. კაცმა ბლუთუზ დინამიკებზე ხმის შემოწმება მთხოვა. აი, რა მოხდა, როცა მათ მიერ მოთხოვნილი სიმღერა ჩავრთე“ ![]() 98 წლის ცოლ-ქმარმა გაიმეორა საქორწილო პორტრეტი 70 წლის შემდეგ ![]() „ჩემი მშობლები 1975 და 2020 წლებში. დაქორწინებულნი არიან და ერთად უკრავენ 45 წელზე მეტია“ ![]() ლინკასა და ზელდას ფორმებში გამოწყობილი მოხუცი წყვილი ![]() ურთიერთობა, რომელზეც ყველა ოცნებობს ![]() წყვილმა აღადგინა საქორწილო ფოტო 50 წლის შემდეგ ![]() ასევე დაგაინტერესებთ: მამების ემოციური ფოტოები, რომლებმაც პირველად დაინახეს ქალიშვილები საქორწილო კაბებში არგენტინელი ფოტოგრაფი ეწვია 12 ქვეყანას 100 კოცნის კამერაზე აღსაბეჭდად – საუკეთესო ფოტოები ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება 21 საოცარი დამთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მონათესავე სულები არსებობს 375 შეფასება არ არის |