შესანახი პროდუქტები როგორ მოვამზადოთ მწნილები ისე, რომ ვიტამინები შევინარჩუნოთ? 2012, 1 მარტი, 13:41 ბოსტნეულის დამწნილების დროს წარმოიქმნება რძის მჟავას მიკრობები, რომლებიც არ შლის ბოსტნეულში ვიტამინებს; პირიქით, რძის მჟავა ქმნის ხელსაყრელ პირობებს c ვიტამინის შესანარჩუნებლად.ამავე დროს უნდა ვიცოდეთ დამჟავების პროცესის დაჩქარება, ეს კი შეიძლება ძმრის ან სხვა რაიმე მჟავის დამატებით. დამჟავების დაჩქარება სასარგებლოა ვიტამინების შენარჩუნების მიზნითაც. სწრაფად დამჟავებული მწვანილი ინარჩუნებს თავის ვიტამიურ ღირსებას თითქმის მაისის ბოლომდე, შემდეგ კი ვიტამინები თანდათან ქრებიან. მწნილის ჭურჭელი აუცილებლად კარგად თავდახურული უნდა იყოს. კომბოსტოს ხვიტი უფრო მდიდარია ვიტამინებით; ამიტომ მწნილში თუ კერძში უთუოდ კომბოსტოს დათლილი ხვითიც უნდა ჩავყაროთ. დასამჟავებლად ჯობს სიმწიფეში შესული პომიდორი, კიტრი კი–ქორფა. კიტრი, ნესვის კანი და სხვა. დამწნილების წინ აუცილებლად მდუღარეში უნდა ამოვავლოთ. ეს ხელს შეუწყობს მათში ვიტამინების შენარჩუნებას. გარდა ამისა, ყოველგვარ მწნილს თან უნდა ჩავაყოლოთ საკმაზი, რომელიც ვიტამინებს შეიცავს: ქინძი(გამხმარი), ნიორი, წიწაკა, შავი მოცხარი, ნიახური, მუხის, ალუბლის ფოთლები. მწნილი ჭურჭელში დატენილი უნდა იყოს, ზემოდან კი რაიმე სიმძიმე უნდა დაედოს. 5462 8-ს მოსწონს
|