x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? -ევროპა (ნაწილი XXVII)
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXVII



***სახალისო ფოტო ესპანეთიდან 1960-იანი წლები

image



***ხალხი ისვენებს სენას ნაპირზე პარიზში , ძლიერი სიცხის დროს 1950 წელი.

1960-იანი წლებიდან მდინარე სენას რთული პერიოდი დაუდგა . ინდუსტრიალიზაციისა და პარიზის მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო სენა სერიოზულად დაბინძურდა.მდინარეში ჩადიოდა სამრეწველო ნარჩენები, კანალიზაცია და ნაგავი. ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ უბრალოდ მზის აბაზანების მიღება.

image

***სახალისო ფოტო.ბეკეკა და ჩეხური ლუდი.ჩეხოსლოვაკია 1970 წელი.მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გრძელი ისტორიის მქონე ლუდის ქვეყანა, რომელიც სათავეს იღებს 993 წელს ბრევნოვის მონასტერიდან.

image


**წყვილი ავტობანის პირას ისვენებს, დასავლეთ გერმანია, 1972 წელი

გერმანიაში პირველი ავტობანი კიოლნსა და ბონს შორის 1932 წლის 6 აგვისტოს გაიხსნა. ამჟამად ქვეყანაში 120-ზე მეტი ჩქაროსნული გზაა.

image


*** ფეხსაცმელით ვაჭრობა სანტა ბარბარა დეი ლიბრაის ეკლესიის წინ. რომი, 1940-იანი წლების ბოლოს.

იტალიური ფეხსაცმელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. და ეს ხარისხი შენარჩუნებულია მრავალი საუკუნის განმავლობაში. ფოტო მეორე მსოფლიო იმის შემდგომაა გადაღებული.

image


***იაფფასიანი ბარი(სალოთაო ადგილი) პარიზში, 1938 წელი.ვერაფერს იტყვი, საკმაოდ კოლორიტული შეზარხოშებული წყვილია.

image


ქალი მანქანას არემონტებს. ბუდაპეშტი, 1971 წ.აღმოსავლეთ გერმანიის წარმოებული მცირელიტრაჟანი ავტომობილი "ტრაბანტი", რომელიც გახდა გდრ-ს სიმბოლო.მისი წარმოება შეწყდა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე.

image

წინა ნაწილების სანახავად მიყევით <ამ ბმულს>

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0