სხვა უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები მეცნიერებისთვის თავსატეხად იქცა გუშინ, 12:03 უძველეს დროში, როდესაც თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, უფრო ნაკლები ცოდნა და სამშენებლო მასალა იყო და როცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათასი წლის შემდეგ, "მოწინავე ტექნოლოგიები" გაჩნდებოდა, ძეგლებს აგებდნენ, რომელიც მთელს მსოფლიოს დღემდე აღაფრთოვანებს. თანამედროვე ადამიანებს, ყველა წარმოსადგენი და წარმოუდგენელი შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ, არქიტექტურის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არაფერში ეხმარებათ. მაგ., იაპონელმა მეცნიერებმა, თეორიულადაც კი ვერ შექმნეს პროექტი, რომლის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეგვიპტის პირამიდების ასლის შექმნა იქნება შესაძლებელი. პირამიდების გარდა, სხვა ძეგლებიც არსებობს, რომლის ხელახლა აშენება, თანამედროვე ტექნოლოგიების და ჩვენი ცივილიზაციის საინჟინრო–სამშენებლო ცოდნის გამოყენებით, ასევე შეუძლებელია. ![]() მაგ., თანამედროვე მეცნიერების და ინჟინერ–მშენებლების აღფრთოვანებას ქვის პოლიგონური წყობა იწვევს – იდეალური გეომეტრია თითოეულ ქვაში ქვის პოლიგონური წყობის ტექნოლოგია, მშენებლობაში მრავალკუთხა ქვების გამოყენებას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება. ![]() თუმცა, ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში, უდიდეს სრულყოფას ინკებმა მიაღწიეს, შექმნეს რა ნაგებობები, რომლებიც სიძლიერით და ქვების შეთავსების სიზუსტით, ნამდვილად რომ გაოცებას იწვევს. ![]() მეცნიერები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ რა ხელსაწყოები და მეთოდები იქნა გამოყენებული, ამ უძველესი ნაგებობების შექმნისას? ლიბანის ბაალბექი – საუკუნეებში ჩამარხული სიდიადე ![]() ბაალბექი ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ოდესღაც, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. ამ ქალაქს თითქმის მისტიკური ისტორია უკავშირდება. როდესაც ის ხელახლა "აღმოაჩინეს", არქეოლოგების უმრავლესობა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბაალბექი – სხვა არაფერია, თუ არა, არამიწიერი ცივილიზაციის ნაგებობა. ![]() ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. მისი II იარუსი 8 მ-ზეა განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის საშუალებით, მსგავსი ნაგებობის აშენება, ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომლებსაც დიდი ზომების გამო «ტრილიტონები» უწოდეს. თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ. სიგანე – 4 მ და დაახლოებით 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ 40 ათასი ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. რომ დავუშვათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც მოეხერხებინა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ, ერთდროულად, ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა, შეუძლებელი იქნებოდა. ![]() ქვემოთ სურათზე სამხრეთის ქვად წოდებული ბლოკია, რომელიც სანახევროდაა დამუშავებული. ის ქალაქიდან 1 კმ-ის მოშორებით, ძველ ქვის სამტეხლოში აღმოაჩინეს და დაახლოებით, 1000 ტ. მაინც იქნება. ![]() ძველი მშენებლების მიერ, ამხელა ქვების დამუშავების და ტრანსპორტირების მეთოდები, დღემდე საიდუმლოდ რჩება და მეცნიერთა კამათის საფუძველს წარმოადგენს. ![]() კენკო — ქვის "პლასტილინის" ტექნოლოგია ![]() პერუს კენკოში ქვები ისე გამოიყურება, თითქოს ის ხელში პლასტილინივით დაარბილეს. ამასთან, ზოგიერთ ქვას, ჩაღრმავება აქვს, რომელიც მართლაც თითის ანაბეჭდებს მოგვაგონებს. ![]() როგორ ახერხებდნენ უძველესი ოსტატები ქვის "დარბილებას" და მისთვის ასეთი უცნაური ფორმების მიცემას – დღემდე საიდუმლოდ რჩება. შრავანაბელაგოლას კომპლექსი ინდოეთში — ჩარხის სიზუსტით ![]() ტაძრების ეს კომპლექსი ინდოეთში* მდებარეობს და ჩვენი წ. აღრ. X საუკუნით თარიღდება. ![]() ტაძრების სვეტები საოცარი გეომეტრიული სიზუსტით ხასიათდება, რაც ქვის თანამედროვე ჩარხებზე დამუშავების, ან თუნდაც, 3D პრინტერზე ამობეჭდვის ასოციაციას იწვევს. ![]() როგორ ქმნიდნენ ძველი ოსტატები ასეთ იდეალური ფორმებს, თანამედროვე ხელსაწყოების გარეშე? – ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ–ჯერობით არ არსებობს. რკინის სვეტი დელიში — ჟანგ–დაუმარცხებელი ![]() ლითონის დიდი და მასიური ნაჭრების გამოწრთობის და დამუშავების მაღალტექნოლოგიური მეთოდები, ფართოდ იყო გავრცელებული უძველეს დროში. ჩვენი წინაპრები ლითონის დამუშავების მეტად რთულ სამეცნიერო ცოდნას ფლობდნენ, რომელიც მათ, სავარაუდოდ, უფრო ადრინდელი ცივილიზაციისგან მიიღეს, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაკეთებული აღმოჩენებით მტკიცდება. ![]() მეტალურგიის ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყო ცნობილი. ეს ერთ–ერთი პირველი ცივილიზაცია იყო, დღეს ცნობილი ცივილიზაციებიდან, სადაც თუჯის გამოდნობა დაიწყეს. ძველ ინდოეთში კი, უჟანგავი რკინის ნივთებს ამზადებდნენ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რკინა იმიტომ არ ჟანგდებოდა, რომ ის დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავდა. ლითონის დამუშავების ძველი ტექნოლოგიების ერთ–ერთი შედევრი, – სვეტია, რომლის სიმაღლე 7 მეტრია და 6 ტონას იწონის. ის დელიში, კუტბ-მინარის მინარეთშია. ცნობილია მისი აღმართვის თარიღიც – 415 წ. საოცარია, მაგრამ 1600 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ის პრაქტიკულად, უჟანგავი დარჩა! ![]() მეცნიერებს ამ ფენომენის ახსნა და სვეტის ასლის ხელახლა შექმნა არ შეუძლიათ, რადგან შენადნობის ზუსტი შემადგენლობა და წარმოების ტექნოლოგია, დღემდე უცნობია. ხეფრენის ტაძარი — მოღუნული ქვები, რომელიც გამოწვევად იქცა ლოგიკისთვის ![]() ეს ტაძარი ხეფრემის პორამიდიდან 500 მ–ში მდებარეობს და ერთ–ერთი, ყველაზე საინტერესო უძველესი ნაგებობაა დედამიწაზე. ის ზემასიური ქვის ბლოკებით არის აშენებული, რომლიდანაც ზოგიერთი, 150 ტონაზე მეტს იწონის. ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში, მხოლოდ ის კი არ არის, თუ როგორ მოახერხეს ამხელა ქვების აწევა და ერთმანეთზე დალაგება, არამედ ის, თუ როგორ შეუთავსეს ერთმანეთს ბლოკები ისე, რომ მათ შორის დანის პირის გატარებაც კი შეუძლებელია. ![]() განსაკუთრებულ ინტერესს კი, ტაძრის კუთხეებში, მოღუნული ქვები იწვევს. როგორ გამოჭრეს და დამონტაჟდნენ? – უცნობია. ბარაბარის გამოქვაბულები — სარკისებური სიგლუვე და სრულყოფილი აკუსტიკა ბარაბარის გამოქვაბულები ინდოეთის ჩრდ-აღმ–ში, ბიჰარის შტატში მდებარეობს და ძვ. წ. აღრ. III საუკუნით არის დათარიღებული. ის კლდიდან, მთლიანად ხელით არის გამოკვეთილი და ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი დარბაზი მართკუთხედის ფორმის არის. ხოლო მეორე – წრიულ–გუმბათოვანი. ![]() გამოქვაბულების კედლები სარკესავით არის გაპრიალებული, რაც უნიკალურ აკუსტიკას ქმნის. ![]() როგორ მოახერხეს უძველესმა ოსტატებმა, გამოქვაბულის კედლების ასეთი სიგლუვის მიღწევა? – მეცნიერებს პასუხი არც ამ კითხვაზე აქვთ ლალიბელის კლდის ეკლესიები — გამოწვევა გრავიტაციას ეთიოპიაში ქ. ლალიბელში, კლდეში გამოკვეთილი, 13 შუასაუკუნეების ეკლესიაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, ტაძრები ვულკანურ ქანებში არის გამოკვეთილი და მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით გამოირჩევა. ლეგენდის მიხედვით, მშენებლობა 25 წელი გრძელდებოდა, რაც მუშაობის მასშტაბის და სირთულის გათვალისწინებით, თანამედროვე მეცნიერებს შორის, ეჭვს იწვევს. ![]() ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ეკლესიების შექმნაში ანგელოზები მონაწილეობდნენ, რაც ხაზს უსვამს, ამ ადგილის მისტიკურ ატმოსფეროს. კაილასანათას ტაძარი — ინდოეთის მონოლითური სასწაული ![]() ტაძრის სიგრძე – 55 მეტრია, სიგანე – 36 მეტრი, ხოლო სიღრმე, რომელზეც ის კლდეში შედის – 33 მეტრი. ტაძარი 1980 კვ. მ–ს მოიცავს და ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასეთი ტაძრის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი შეუძლებელია. ![]() როგორ მოახერხეს უძველეს დროში, ასეთი უზარმაზარი ტაძრის კლდეში გამოკვეთა, მისი ჩამოშლის გარეშე? – უცნობია. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, ასეთი ნაგებობების დათვალიერების დროს, ყოველთვის კითხვა ჩნდება, თუ რა ცოდნას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, ან როგორ ქმნიდნენ შედევრებს, რომლის აშენება, ზოგჯერ, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია? * ინდოეთი — ულამაზესი ქვეყანაა, მდიდარი ისტორიით და უამრავი საიდუმლოებით. განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია მისი საოცარი ტაძრები. ეს ნამდვილი არქიტექტურული შედევრებია, რომლებიც არ ჯდება რომელიმე, კონკრეტულ ჩარჩოში. ქვაში ნაკვეთ ფიგურებზე უამრავი პატარა და საინტერესო დეტალია, რომლის დათვალიერება და შესწავლა, საათობით შეიძლება. აქ ამ საოცარი ნაგებობების რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ: გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |