x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ახლა ილაპარაკებენ "მშვიდობაზე და არა ომზე"
image
ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუბარი ნიშნავს, რომ რუსეთი და აშშ ახლა "ახლა არა ომზე, არამედ მშვიდობაზე" ისაუბრებენ. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტ ინტერვიუში განაცხადა.



"პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებით ვიმსჯელებთ: ჩვენ პრობლემებს დიალოგით გადავწყვეტთ, არავითარი ომი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ასეთი პოზიცია, თეორიულად, უფრო მეტად უნდა მოეწონოს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ან სახელმწიფოს."- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და გაიხსენა, რომ რუსეთს არ ჰქონია დიალოგი აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან.




ამასთან, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების პირველ შეხვედრას „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ ექნება.



მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის ტონი იყო კონსტრუქციული, საქმიანი და მეგობრული. კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი ორივე მხრიდან ასეთი ხასიათის იყო.




მან შეგვახსენა, რომ 12 თებერვალს შემდგარი საუბრისას, სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კომპლექსური პრობლემები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0