ფსიქონევროლოგია ოქროს გადაცემის ხელოვნება: ტვირთი, რომელიც 10 კილოგრამია, გაიზრდება 50 კილოგრამამდე და თქვენ შეიძლება ამისთვის მზად არ იყოთ გუშინ, 0:18 ჩვენ ხშირად ვხედავთ სხვებში იმ თვისებებს, რომელიც თვითონ ჩვენ გვაქვს. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როცა სხვა ადამიანები ჩვენში იწვევენ ძლიერ ემოციურ გამოხმაურებას რაღაც გვაღიზიანებს, უმეტესად ნეგატიურს. თუმცა შესაძლებელია, პოზიტიურიც იყოს. ეს არის პროექცია.
![]() ჩვენ სხვა მრავალ ადამიანთან დაკავშირებული ვართ პროექციის სისტემით. ამაში არაფერია ცუდი მანამდე, სანამ ეს სისტემა არ გვაზიანებს. ცვენ კმაყოფილი ვართ, ადაპტირებული ვართ სოციუმში ცხოვრებასთან, მაგრამ როცა ვიტარდება კონფლიქტი ჩვენს მოლოდინებსა და რეალობას შორის, წარმოიქმენბა პროექცია და ეს ზუსტად ის მომენტია, როცა უნდა მივიღოთ რაღაც ზომები. მოდით, განვიხილოთ არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური მაგალითებით. პროექცია ფლობს პოზიტიურ როლსაც ჩვენს ურთიერთობებში ადამიანებთან. და ყველაზე მარტივი მაგალითი იქნება სიყვარული, როცა ერტს სეუყვარდება მეორე. საუბარია გრძნობაზე, რომელიც მომენტალურად აღმოცენდა. ეს უნდა განვიხილოთ როგორც პროექცია. რატომ? იმიტომ, რომ ადგილი აქვს ძალიან ძლიერ ემოციურ გამოხმაურებას და ძლიერ ემოციურ გატაცებას. ამასთან ჩვენ არ ვიწყებთ ჩვეულებრივი ყოველდღიუყრი შეცდომების დაშვებას ან კოგნიტურ გამრუდებას. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მოლოდინები მეორე ადამიანისგან, მაგრამ რეალობაში, ეს მეორე ადამიანი შეიძლება მოიქცეს აბსოლუტურად განსხვავებულად, სანამ ჩვენ გვიყვარს, ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ როგორც კი სიყვარული მინავლდება, მინავლდება შესაბამისი პროექციაც და გვინათდება გონება, რომ რეალურად ადამიანის ის სახე, რომელიც ჩვენ თვითონ შვქმენით და სინამდვილე ზალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, . თუმცა თავდაპირველი მნიშვნელობა არის პროექცია, რომელიც აღმოცენდა დასაწყისში და რომელმაც ორ ადამიანს დაქახლოების საშუალება მისცა. ეს რა თქმა უნდა, დიდი მადლოა და სიკეთე, რადგან იგი შეიძლება აღმოჩნდეს ზალიან კარგი ურთიერთობების სტარტი, თუმცა სხვა საქმეა, რომ ამ პროექციასთან საჭირო გახდება მუშაობა. სხვა საინტერესო ანალოგია მოჰყავს ცნობილ მწერალს რობერტ ჯონსონს თავის წიგნში „ შინაგანი ოპქრო“. მისი იდეა იმაშია, რომ ის გვთავაზობს შევხედოთ პროექციას შემდეგი მეტაფორით: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რარაც შინაგანი ოქრო, რომელიც მუდამ ბრწყინავს და ანათებს და რომელიც დაგაქვთ. ზოგჯერ გიჭირთ მისი სიმძიმის ტარება, იმიტომ, რომ თქვენში ძალიან ბევრი ოქროა და მის ნაწილს აძლევთ სხვა ადამიანს, რომ მან ატაროს იგი თქვენთვის. ჯონსონის მოსაზრებით, ეს არის პროექცია ანუ რაღაც შესანიშნავ თვისებას, რომელიც გაქვთ, გადასცემთ სხვას. კიდევ უფრო ნათელი და მარტივი მაგალითია, როცა მოზარდებს ჰყავთ თავიანთი კერპები. ყველა ადამიანს გაივლია მოზარდობა, როცა რაღაც პერიოდში ვინც აღგაფრთოვანებდა, ცდილობდი მიგებაძა, მისი ხასიათის ნიშნები გამოგეღო და ქცევითაც მას დამსგავსებოდი. ესეც პროექციაა. და შინაგანი ოქროს გადაცემის ტერმინიც თანდათან გასაგები ხდება. ანუ ჩვენი იდეალი გადმოგვცემდა თავის შინაგან ოქროს. რაღაც პერიდი არ შეგვიძლია შინაგანი ოპქროს გარეთ გამოტანა ანუ იმის, რაც კარგი გვაქვს. არადა ძალიან ბევრი კარგი რამ გვაქვს შიგნით და რამდენადაც ბევრი ოქრო გვაქვს, მით უფრო გვიჭირს მისი გამოტანა, ამასთან უნდა გადავცეთ იგი სხვადასხვა ადამიანებს, რომლებტანაც პროექცია წარმნოგვექმნება. როგორც კი ფეხზე დავდგებით და გავძლიერდებით, ჩვენ შვძლებთ ამ ოქროს უკან წაღებას და სწორედ ეს ხდება მოზარდებში. როდესაც ისინი ზრდასრულები ხდებიან და ხვდებიან, რომ მატი კერპი სინამდვილეში სულაც არაა იდეალური და მას აქვს ნეგატიური ასპექტები და ის, ვისი ფანიც იყო ადრე, უკვე სულაც არ აღმოჩნდა მისი წარმოდგენების სესაბამისი, ის ქორო, რომელიც გადასცეს თავიანტ კერპს“ უკან მიაქვთ. ეს ვრცელდება ბევრ ურთიერთობაზე ზრდასრულ ასაკში. შეიძლება უამრავი მაგალითის მოტანა ფსიქოტერაპიიდან და ასევე კათოლოკური აღსარებიდან. ჩვენს ცხოვრებაში მრავალი რამ ხდება და ზოგიერთი მათგანი საკმარისად მძიმეა. ამათან არაა აუცილებელი მხოლოდ ცუდი განვიხილოთ. ეს შეიძლება იყოს კარგი ამბებიც, ჩვენ ხომ ზოგჯერ გვაქვს დიდი სიხარულის განცდები და არ შეგვიძლია მათი მარტო ტარება, შნახვა, გვინდა გავუზიაროთ სხვებს, მოვუიყვეთ ყველას და ეს სინაგანი პქრო, რომელიც მოცემულ მომენტში ამა თუ იმ მიზეზით არ შეგვიძლია მარტო თვითონ ვატაროთ და გვჭირდება გადავცეთ ვინმეს. ფსიქოთერაპევტი, რომელიც იღებს პაციენტს ისეთს, როგორიც არის და მზადაა იმუშაოს მის შინაგან ოქროსთან, თავის მხრივ პაციენტი ენდობა ფსიქტერაპევტს, რითაც ეხმარება კიდევ პროფესიულ საქმესი- ანუ მის განკურნებაში. ასევეა მოძღვარიც, რომელიც თვიტონ მიღების ფაქტით უვე ირებს მის შინაგან ოქროს. ასეთივე როლს ასრულებენ ახლობელი ადამიანები, ოჯახის წევრები, მეუღლეები. შინაგანი ოქროს გადაცემის მეტაფორა საუკეთესოდ გადმოსცემს პროექციის მექანიზმს. მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. ჯონსონი გვთავაზობს, ეს მეტაფორა გამოვიყენოთ არა როგორც აბსტრაქტული, ლამაზი, ალეგორიული სახით, არამედ პირდაპირაც. მაგალითად, როდესაც ურთიერთქმედებთ ახლობლებთან ან ტერაპევტთან, თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ მათ თქვენი შინაგანი ოქროს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში წარმოიდგინოთ, როგორ გადასცემთ და ჩაილაპარაკოთ - მე გადმოგცემთ თქვენ ამას. რითაა ეს საინტერესო? იმით, რომ მსგავსი ისტორია საშუალებას იძლევა შექმნა რაღაც რიტუალი, ცხოვრების მეტაფორული სიმბოლური მხარე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვწირდება და თითოეული ჩვენგანი ასე თუ ისე იყენებს მას. ანუ იმის გამო, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ აშკარად, არ ნიშნავს, რომ ამას არ ვაკეთებთ ჩნდება კითხვა - როგორ სჯობს ეს გააკეთო, გაუცნობიერებლად, საიდუმლოდ, დაფარულად თუ ღიად? რობერტ ჯონსონის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გავაკეთოთ ეს ღიადделать это в და ამაში ნამდვილად არის ერთგვარი კეთილშობილება. ავტორს მოჰყავს ძალიან კარგი მაგალითი ინდოლთა ცხოვრებიდან და ამტკიცებს, რომ ინდოეთში შგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს სთხოვოთ, გახდეს მისი პირადი ღვთაება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება, განიხილოთ ის, როგორც განსხეულებული ღმერთი თქვენთვის, თქვენ თავს ვერ მოაბეზრებთ მას, ვერაფერს მოთხოვთ, რადგან იგი ღმერთია, მაგრამ ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ, ჯონსონის ტერმინებით რომ ვთქვათ, გადასცეთ მას თქვენი შინაგანი ოქროს ნაწილი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ შეგიძლიათ ამ ეტაპზე ატაროთ, ეს მცირედ, მაგრამ მაინც ჰგავს ნათლიერბის იდეას ქრისტიანობაში, როცა ნათლია ნათლულის სულიერი აღზრდითაა დაკავებული, მაგრამ არაა მ, ისი ბიოლოგიური მშობელი. ნამდვილად საინტერესო მეტაფორაა, რომელიც შეიძლება სცადო ან რომლითაც შეიძლება შეიარაღდე. ახლა კი დავუბრუნდეთ პროექციას და არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური მაგალიტებით ავსხნათ. აქ შეიძლება განვიხილოთ ნეგატიური შდეგების მქონე ორი ვარიანტი . ერთი დაკავშირებულია, როცა ჩვენ ვროეცირებთ, ხოლო მეორე- როცა ჩვენზე პროეცირებენ. პირველი მაგალითი, რომელიც ალბათ შეიძლება განვიხილოთ, ესაა შინაგანი ოქროს მაგალითი, როცა ვინმე გადმოგვცემს და გადმოალაგებს ჩვენზე მის შინაგან ოქროს. ორი ვარიანტი ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, მაგალითად ჩვენ ვსაუბრობთ ვინმესთან და ის გვიზიარებს თავის განცდებს, ხშირად ეს ჩვენში იწვევს ემოციურ გამოხმაურებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ თანავუგრძნობთ ან ვიზიარებთ მის განცდებს, ანუ ფაქტობრივად, ხდება მისგან შინაგანი ოქროს გადმოცემა. ყველაფერი კარგადაა, არაფერია ამაში ცუდი, თუმცა სხვისი ოქროს ტარება ყოველთვის როდია მსუბუქი და მარტივი. ამიტომ ფხიზლად უნდა შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი მდგომარეობა და აკურატულად იმუშაო ამასთან, ანუ შეიძლება წარმოიდგინო თავი, როგორც მეთევზემ, რომელიც ნავითაა შესული უზარმაზარ ოკეანეში. ვთქვათ ჩვენ ვართ მეთევზეები, რომლებიც თევზს იჭერენ უზარმაზარ არაცნობიერ ოკეანეში, ვიღაც კი გვიმატებს თავის თევზებს, რომელთაც ასევე ვათავსებთ ჩვენს ნავში. თუ ჩვენ ნავში ძალიან ბევრ თევზს დავალაგებთ, ნავი შეიძლება გადაყირავდეს და ჩაიძიროს. ამიტომ აუცილებელია იპოვო რაღაც ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვუთხრათ სხვისი ოქროს მიღებაზე, რადგან აქ მოქმედებს არაჩვეულებრივი ალქიმიური პრინციპი იმისათვის, რომ შექმნა ოქრო, აუცილებელია გქონდეს მარაგი და გქონდეს არა მარტო შენი ოქრო, არამედ სხვისიც. რადგან ჩვენ რაღაცებს ვსწავლობთ არა საკუთარ ოქროზე, არამედ სხვისაზე, თუმცა გავიმეორებ მთავარს, რომ მნიშვნელოვანია ბალანსი, თუ რამდენ ოქროს გავცემთ და რამდენს ვიღებთ და როგორი მდგომარეობა გვაქვს აქ და ახლა. სხვა სახიფათო მაგალითია, როცა ჩვენზე ახდენენ რაღაც შინაარის მქონე პროექცირებას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ამ შინაარსთან თვითიდენტიფიკაცია. როცა ადამიანზე ახდენენ რაიმე სახის ისტორიის პროქცირებას და ადამიანი იწყებს მოქმედებას ამ ისტორიის შესაბამისად, ამის უბრალო მაგალითია კოლექტიური წარმოდგენები, როცა ადამიანზე ვახდენთ მაშველის კომპლექსის პროექცირებას. მაგალითად, პოლიტიკოსზე. ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ხშირია ამ არქეტიპის პროეცირება არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ჩვენზეც. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელშიც მუშაობს ერთი მენეჯერი, რომელსაც აქვს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო უნარი და ხანგამოშვებით ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ თანამშრომელი ეჯახება პრობლემას და იმის ნაცვლ;ად, რომ მოაგვაროს თვითონვე, მიდის მენეჯერთან. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ შტერია და დამოკიდებული, მას შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემა თვითონაც, მაგრამ აკეთებს მშველელის კომპლექსის პროეცირებას მენეჯერზე და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს მენეჯერი გადაიქცევა გაჭირვების ტალკვესად და მოიქცევა როგორც მშველელი და გადამრჩენელი. ანუ მიიღებს ამ ისტორიებს ვალდებულებად, და სანამდე მივა ეს პროცესი? იქამდე, რომ ის იწყებს ფიქრს, რა უსუსურები არიან სხვები, რომლებსაც როგორც ბავშვებს, არაფრის კეთება არ შეუძლიათ დამოუკიდებლად, ბოლოს და ბოლოს მისი თავდაჯერებულობა და წარმოდგენები საკუთარ თავზე აიწევა ისეთ სიმაღლემდე, რომ რჩება მხოლოდ იქედან გადმოვარდნის და მიწაზე დახეთქების შანსი. გარდა ამისა, მსგავსი ქცევიტ სხვები მართლაც გადაეჩვევიან დამოუკიდებელ მოქმედებებს, დამოუკიდებელ აზროვნებას. ანუ მაშველის პროექციული იდენტიფიკაცია იწყებს ამუშავებას და საპირისპირო რეაქციის წარმოქმნას ინფანტილიზმის სახით იმათზე, ვინც მენეჯერზე მაშველის კომპლექსის პროეცირებას ახდენს. არადა, ისტორია ძალიან უბრალო შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ძალიან არასასიოამოვნო შედეგებით შეიძლება დასრულდეს. თანაც ძალიან მალე. მსგავს იდეებზე წერს მარია ლუიზა ფონ ფრანცი: როცა სხვა ადამიანები ჩვენზე ახდენენ დადებითი ან უარყოფითი თვისებების პროეცირებას, ეს ხშირ შემთხვევაში მიგვიყვანს არამდგრად ეგომდე, ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ნამდვილად ვფლობთ დედებულ ან საშინელ თვისებებს თუ არა, მით უმეტეს, თითქმის ყოველთვის არსებობს ანკესი, რომელზეც ჰკიდია პროექცია, თუ ამის გარდა ჩვენი არაცნობიერი კომპლექსები კიდევ ახდენენ პროექციორებას ჩვენს ეგოზე, რასაც გვაჩვენებს სიზმრები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს საკუთარი თავის შესახებ ეგოს მცდარი განსჯების ახალ წყაროებთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც, როცა ჩვენზე პროექცირებას აკეთებენ, ჩვენ რაღაც მომენტში შეიძლება ეჭვი შევიტანოთ საკუთარ თავში, ნამდვილად ვართ ის, ვინც ვართ, თუ ვართ ის, როგორც ჩვენზე ფიქრობენ ან რაღაცას მოგვაწერენ. აქ ძალიან ადვილია ორი მხარიდან ერთისკენ გადაიხარო- ან სუპერგმირი, დიდებული გახდე და ეგოს ინფლაცია მოხდეს ან პირიქით, თვითგანადგურებას მიმართო, და ეშვა ფსკერზე. არც ერთი და არც მეორე ბუნებრივია კარგ შდეგებამდე არ მიგვიყვანს. შინაგანი ოქროს გაცემის კიდევ ერთი ასპექტია პროექციის უზარმაზარი რაოდენობის შექმნ. ვთქვათ რაღაც მომენტში დამძიმდით ატაროთ რაღაც და ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ეს ხდება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ გადასცემთ შინაგან ოქროს მეგობრებს, ნაცნობ თერაპევტს, მეზობლებს, ოჯახის წევრებს, კოლეგებს. მაგრამ ცხოვრების რაღაც მომენტში მოგიწევთ ეს ოქრო უკან წაიღოთ - ან თქვენ თვითონ წაიღოთ ეს ჩამორიგებული ან სხვადასხვა შემთხვევების შედეგად აუცილებლად დაგიბრუნდებათ ციკლურად და ძალიან ადვილად შეეჯახებით სიტუაციას, როცა ერთ მშვენიერ დღეს დაგიდგებათ კრიზისი, რომელიც თქვენ მიერ გაცემულ პროექციებს ერთიანად ან მის არსებით ნაწილს ერთად დაგიბრუნებთ. მომენტალურად. და რა მოხდება ამ დროს? თქვენი ტვირთი, რომელიც 10 კილოგრამია, გაიზრდება 50 კილოგრამამდე და თქვენ შეიძლება ამისთვის არ იყოთ მზად. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა იფიქროთ მხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის სხვისი ოქროს ზიდვა და ტარება შეგიძლიათ, ამასთან, რამდენი ოქრო გაეცით და რა მოხდება, თუ ეს ოქრო დაგიბრუნდებათ უკან ერთიანად. ამიტომ პროექციების გაცემა საჭიროა აკურატულად მოახდინოთ, განსაკუთრებით მათთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ექსტროვერსია . პროექციის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად დაფარულია. ვთქვათ ვახდენთ ჩვენი ჩრდილოვანი თვისებების პროქცირებას, ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ გადავცემთ ჩვენს შინაგან ოქროს ჩვენს ძალასა და ენერგიას არა იმათ, ვისთვისაც გვინდოდა გადაგვეცა. აი, რა არის ძალიან საინტერესო, რასაც იუნგი წერს „ ჩვენი ჩრდილის გარეთ პროექცირების კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არსებობს. მისი ამოცნობისას, მაგალითად, კომუნისტებთან ან კაპიტალისტებთან, ჩვენი პიროვნულობის ნაწილი გადადის იქ და გვტოვებს ჩვენ. შდეგად, ჩვენ ვიმოქმედებთ მუდმივად (თუმცა არანებაყოფლობით) საკუთარი თავის საზიანოდ, გავაძლიერებთ და მხარს დავუჭერთ რა სხვა მხარეს და გაუცნობიერებლად მივეხმარებით მტერს. და პირიქით, თუ ჩვენ გავაცნობიერებთ ჩრდილის გავლენას და შეგვიძლია ვივსჯელოთ ადამიანებთან ერთად, რომლებზეც ეს გავლენები პროეცირდება, ნებისმიერ პრობლემაზე უშიშრად და მტრულობის გარეშერ, მაგრამ ყურადღებით, მაშინ გაჩნდება შანსი ურთიერთგაგებისა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეგუებისა „ ანუ, ჩვენ ვახდენთ პროექცირებას სხვაზე ცვენი ჩრდილიდან, ანუ ჩრდილში მყოფი თვისებებიდან. რაღაც დროის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია შევაკაოთ ჩვენი ჩრდილი, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ჩრდილი გამოანგრევს შიგნიდან და ჩვენ გაცნობიერებულად უნდა დავიწყოთ მისი ინტეგრაცია. ის ობიექტები, რომლებზეც პროეცირებულია ჩვენი ჩრდილში მყოფი შინაარსები, ფაქტობრივად, მიიღებენ ჩვენს შინაგან ოქროს და აქ იქმნება პარადოქსი. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ობიექტს, მაგრამ ზუსტად ამ მხარდაუჭერლობის აქტიური ემოციური ფაქტით რეალურად მხარს ვუჭერთ მას. მართალი არიან, ვინც ამბობენ, რომ ცუდი ან ნეგატიური მარკეტინგი არ არსებობს. ნებიმიერი მარკეტინგი კარგია. ჩერჩილის სიტყვები: „ ყველაფერი რეკლამაა ნეკროლოგის გარდა“ როგორ დავიხსნათ თავი ასეთი პროექტიისგან? აზრი აქვს მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც არღვევენ ჩვენს ადაპტაციას. ანუ ჩვენ დაკავშირებული ვართ უამრავ ადამიანთან ჩვენი პროექციებით. და თუ ეს არ იწვევს პრობლემებს, რატომ უნდა შევეხოთ მათ? მაგრამ თუ იწვევს პრობლემებს, მაშინ აზრი აქვს გავერკვეთ ამაში. პირველი და ყველაზე მარტივი იდეა პროექციებთან მუშაობისა არის მათი იდენტიფიცირება, რამდენადაც შეიძლება მათი იდენტიფიცირება. არსებობს მარტივი მექანიზმი - ყურადღება მიადევნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. იქ, სადაც არის აფექტი, არის უფრო ძლიერია ემოციური ჩართულობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად, ძლიერი არაკონტროლირებადი ემოციების სახით ან პირიქით, აპათიის სახით, განგაშით ან შფოთვითი აზრების სახით, ან უბრალოდ, მიჯაჭვულობით ან ადიქსიის სახით. ნებისმიერი ასეთი მდგომარეობა სიმბოლიზებას ახდენს იმისას, რომ სადღაც არის პროექცია, ან რაღაც, რაზეც შეიძლება რეფლექსირება. ყოველდღიურად ადამიანს აქვს საკუთარი ნორმა - ვიღაცისთვის მომატებული განგაშის გრძნობა ნორმაა, ვიღაცისთვის არა. ყურადღაბით იყავით თქვენი ნორმალური მდგომარეობის მიმართ და შეადარეთ იმას, რაც გაქვთ მოცემულ მომენტში. თუ ხედავთ რაიმე ანომალიურს, ეს უკვე საბაბია დააკვირდეთ მას ყურადღებით. ალტერნატიული წყარო შეიძლება იყოს სიზმრების ანალიზი. თუ თქვენ იწერთ საკუთარ სიზმრებს, რაც ძალიან კარგია, და შემდეგ აკვირდებით ამ სიუჟეტებს, რომლებიც სიზმრებში ვლინდებიან . პროექციები ხშირად ვლინდება სიზმრებში, საკმარისად გასაგებად. თუმცა ამის სესახებ სხვა სტატიაში ვისაუბროთ. თუ ჩვენ მოვახდინეთ პროექციის იდენტიფიცირება, რა მოვუხერხოთ შემდგომში ამ იდენტიფიცირებულს? რაიმე საიდუმლო ინგრედიენტი აქ არ არსებობს. პირველი ყველაზე მარტივი მეთოდი ეს თვითრეფლექსიაა. ანუ ვაანალიზებთ მიზეზს, რატომ გამოვლინდა ეს პროექცია და რა არის თქვენსი ისეთი, რაც ასეტ რეაქციას იწვევს. ეს ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. მარტივია იმ გაგებით, რომ ეს საკმარისად განსაზღვრულია ანუ შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ ფიქრი, რაკი ემოციური რეაქცია გაქვთ რაღაცაზე გარეთ, ეს ნიშნავს, რომ ეს შენი პირადი ემოციური რეაქციაა. ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებული ხართ მოიქცეთ რეალურ ცხოვრებაში ისე, თითქოს თქვენ იყოთ დამნაშავე ამაში. თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად რაციონალურად გაყოთ ყველაფერი სუბიექტურებად და ობიექტურებად, მოიქცეთ ინტეგრალური მიდგომების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ერთსაც და მეორესაც, მაგრამ პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი რეაქცია თქვენია, თუკი რაიმეზე რეაგირება მოახდინეთ, ნიშნავს, რომ ეს რაღაც არის თქვენში. შეგიძლიათ დაიწყოთ ამის გარკვევა და გაგება, რამ გამოიწვია მსგავსი რეაქცია. მეორე აშკარა მომენტი- თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ამ რეაქციაზე ვინმეს, მეგობარს, თუ კარგად გიცნობთ. თუ ისინი არ ექვემდებარებიან ამ პროექციას თვითონაც, ობიექტურად შეუძლიათ გითხრან, რომ ამ ისტორიამდე სხვაგვარი იყავით, ამ ისტორიის შემდეგ შეიცვალე. ან კიდევ ამ სიტუაციაში შენს თავს არ ჰგავდი. ანუ მიიღებთ გვერდითა, გარე თვალით ობიექტურ მოსაზრებას. თუ გეეჭვებათ ან გერიდებათ ვინმეს ჰკითხოთ. როგორც მარია ლუიზა ფონ ფრანცი წერს თავის წიგნში პროექციის შესახებ: „ ობიექტური ინფორმაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოქმედ გასაღებს იმისათვის, რომ მოიცილო პროექცია“ . ობიექტური სემფასებელი შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, რომელიც გიცნობთ და იცის თქვენ შესახებ. მესამე საიდუმლო ინგრედიენტი პროექციის მოსაცილებლად შეიძლება იყოს იმის გაცნობიერება, თუ როგორ მუშაობს პროექცია. პროექციის გაცნობიერების 5 სტადია თუ პირველ სტადიაზე ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც ფენომენთან და ვამჩნევთ, რომ ჩართული ვართ ამ ფენომენში, შემდეგ ეტაპზე ვსწავლობთ პროექციის გამოყოფას ობიექტისგან . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვესმის და ვიგებთ, რომ არის რეალური ადამიანი და არის შინაარსი, რომელსაც მასზე ვაპროეცირებთ. მესამე სტადიაზე ჩვენ ვაფასებთ ამ ისტორიას და ვაფასებთ რა არის კარგი და რა არის ცუდი. მეოთხე სტადიაზე კი ვაცნობიერებთ პროექციის ილუზიურობას, რომ ეს პროექცია ჩვენი რაღაც მეტამოდელია ჩვენს გონებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეხუთე სტადია, როცა ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეფლექსირება, გავაცნობიეროთ, რატომ შევქმენით ზუსტად ასეთი და არა სხვაგვარი მეტამოდელი. იმის, გარკვევით, თუ რომელ სტადიაზე იმყოფება ჩვენი პროექცია, შეგვაძლებინებს იმის გარკვევას, რა სტადიაზე ვართ და რა გავაკეთოთ შემდეგ ერტაპზე. მოდით ქრისტეს მეორე მცნებასაც შევეხოთ ორიოდ სიტყვით. : რა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. მეორე მცნება საუბრობს არა მხოლოდ მატერიალური ფასეულობების აკრძალვაზე, არამედ სულიერზეც. ანუ არ შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორესკენ, როგორც მაგალითად, არის ასეთი ისტორიაც, რომ არიან მიწაზე მყარად მდგომი ადამიანები და არიან გურუები, წმინდანები, განდობილები, რომლებიც სადღაც მთებში სხედან და ფიქრობენ. მეორე მცნება საკმაოდ გქასაგებად ამბობს, რომ ნებისმიერი უკიდურესობა ცოდვაა და საშიშია. ანუ თუ თქვენ სულიერ ფასეულობებს სვამთ აბსოლუტურად ყგვეოლაფერზე მაღლა და საერთოდ არ გაინტერესებთ მატერიალური, თქვენ ფაქტობრივად ამ მცნებას არღვევთ, რადგან ამ ფასეულობებს აქცევთ საკუთარ კერპებად, ღმერთებად, ხოლო ეს მცნება პირდაპირ გვეუბნება, რომ არ სეიძლება კერპების შექმნა. მცნების მეორე ნაწილი - ადგან მე, უფალი, შენი ღმერთი, ვარ მოშურნე ღმერთი, ვსჯი შვილებს მამების ცოდვის გამო მესამე და მეოთხე თაობამდე, ვინც მე მოძულე, მაგრამ სიყვარულს ვუცხადებ ათას თაობას, ვინც მიყვარს და იცავს ჩემს მცნებებს. აქ ძალიან საინტერესოა ერთი ასპექტი, რატომ დასჯის უფალი ბავშვებს, რომლებიც არაფერში არ არიან დამნაშავე. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან ადვილად ახსნადია. არიან მშობლები. ამ მშობლებს აქვთ პროექცია და აქვთ ორი ვარიანტი- ან მშობლები რაღაცას მოუხერხებენ ამ პროექციას თვითონვე ანუ ცხორების იმ ნაწილების რეალიზებას მოახდენენ, რომლის გაკეთებაც სურდათ ან ისინი ამას არ გააკეთებენ და ამ შემთხვევაში მშობლების ცხოვრების არარეალიზებული სცენარის რეალიზებას მოახდენენ მათი ბავშვები, შემდეგ მათი ბავშვები და ასე შემდეგ. ვთქვათ, რაღაც სცენარით არ გვიცხოვრია და ჩვენ მის პროეცირებას ვახდენ ჩემს შვილებზე . თი შვილოები მოახდენენ მის რეალიზებას, მშვენიერია, გელშტატი დახურულია, მაგრამ ისინიც ყველა სცენარის რეალიზებას ვერ შეძლებენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მშობლების პროექცია რეალიზდება შვილებში, ამიტომაც ბავშვები ისჯებიან მშობლების ცოდვების გამო. ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარ პროექციებზე მუშაობა, რომ ჩვენი პროექციები არ გადაეცეთ ჩვენს შვილებს. ამას გვეუბნება ზუსტად მცნების ბოლო ნაწილი: მაგრამ სიყვარულს ვუცხადებ ათას თაობას, ვინც მიყვარს და იცავს ჩემს მცნებებს. . ეს ბრძანება ეწინააღმდეგება კერპის, ღმერთის თვალსაჩინო წარმოდგენის შექმნას. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ გამოსახულება, რომელიც ზუსტად ასახავს ღმერთს. ღმერთის წარმომადგენლად კერპის გაკეთება ნიშნავს ცრუ ღმერთის თაყვანისცემას. ანუ ის მშობლები, რომელთაც არ აქვთ ის პროექციები, რომლებსაც გადასცემდნენ შვილებს, იძლევიან შესაძლებლობას, ბავშვები გაიზარდნონ ნორმალურები და კარგები. 6 2-ს მოსწონს
|