x
მეტი
  • 20.03.2025
  • სტატია:141081
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513845
ბიბლიური წყევლა: რომელი დაავადება აშინებდა მსოფლიოს ათასობით წლის განმავლობაში და წარმოადგენს თუ არა დღეს საფრთხის წინაშე?

imageოდესღაც ეს დაავადება წყევლად ითვლებოდა და ვისაც შეეყრებოდა ეს სენი ქალაქებიდან აძევებდნენ. დღეს მოგითხრობთ, როგორ არის აღწერილი ეს დაავადება ბიბლიაში და არის თუ არა დღეს მისი აკიდების შანსი.



ძველად ეს დაავადება საშინელების სინონიმი იყო. ხალხი მასზე ჩურჩულით ლაპარაკობდა, წყევლისავით ეშინოდათ, ავადმყოფებს კი ქალაქებიდან აძევებდნენ. ითვლებოდა, რომ ეს განუკურნებელი სენი ღვთის რისხვა იყო. ათასობით წელი გავიდა, მაგრამ ამ დაავადების მიმართ შიში დღესაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მედიცინამ ამ სენს დიდი ხანია თავის ადგილი მიუჩინა. რა არის ეს "ბიბლიური სასჯელი" და არსებობს თუ არა ეს დაავადება დღეს?


ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

2. თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ.

3. გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.(ლავიანნი თავი 13)




ასევე ცნობილი ფაქტი ბიბლიიდან, როცა იესო კეთროვანს კურნავს(მარკოზი: 1.35-44).




როგორ დაიწყო ეს ყველაფერი


მასზე ყველაზე ადრეული ცნობები გვხვდება ძველ ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდურ ტექსტებში, რომლებიც სამი ათას წელზე მეტი ხნისაა. მას აღწერდნენ, როგორც კანის დაავადებას, რომელიც ადამიანს „უწმინდურს“ და „დაწყევლილს“ ხდიდა.


შუა საუკუნეებში ამ დაავადების მიმართ შიშმა იმ დონემდე მიაღწია, რომ ინფიცირებულებს სახლიდან აგდებდნენ, „საზოგადოებისთვის მკვდრად“ აცხადებდნენ და აიძულებდნენ ზარების ტარებას, რათა ჯანმრთელ ადამიანები წინასწარ მორიდებოდნენ.


კეთროვანს დევნიდნენ ქალაქებიდან, სახლებიდან, ქუჩა-მოედნებიდან, შარა-გზებიდან, სახალხო შეკრებებიდან, წვეულებებიდან, ხალხთან შორიახლოს დგომასაც უკრძალავდნენ, წყაროებთან და ჭებთანაც კი არ უშვებდნენ. იმასაც კი შიშობდნენ, მდინარეებიც არ წაებილწათ. ამიტომაც დაეხეტებოდნენ კეთროვანნი დღე და ღამე - გაღატაკებულნი, ნახევრად შიშველნი, უსახლკარონი, სნეულებით მოწყლულნი, მხოლოდ შეწევნას შეღაღადებდნენ შემოქმედ ღმერთს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ სიარულში, თხზავდნენ საწყალობელ, სევდიან სიმღერებს, რათა ხალხისთვის ლუკმა გამოეთხოვათ, ანდა ძველმანი შესამოსელი, ანდა რაიმე წამალი ტკივილთა შესამსუბუქებლად.


image



რეალობა გაცილებით ნაკლებად მისტიური აღმოჩნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადება გამოწვეულია ბაქტერიებით და გადაეცემა მხოლოდ ხანგრძლივი და ახლო კონტაქტით. მაგრამ ამ აღმოჩენამ მაშინვე არ შეცვალა დამოკიდებულება ავადმყოფთა მიმართ.


გარღვევა მოხდა მე -19 საუკუნეში. ნორვეგიელმა ექიმმა გერჰარდ ჰანსენმა აღმოაჩინა დაავადების გამომწვევი აგენტი და დაამტკიცა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს წყევლასთან და ცოდვებთან. ეს იყო პირველი ნაბიჯი მისი მკურნალობისკენ. ხოლო მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა შექმნეს ეფექტური ანტიბიოტიკები, რომლითაც სრული განკურნება შესაძლებელი გახდა.


დღეს ეს დაავადება თითქმის აღარ არსებობს. მისი ცალკეული შემთხვევები ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია რეგისტრირებული, მაგრამ მკურნალობისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამების ხელმისაწვდომობის წყალობით, დაავადება სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.


2000 წლიდან ავადობის მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა. თქვენ რა თქმა უნდა ბევრჯერ გსმენიათ მისი სახელი, მაგრამ საბედნიეროდ, მასთან შეხება არასოდეს გქონიათ


წარსულის გადმონაშთები


სამედიცინო პროგრესის მიუხედავად, მის შესახებ მითები ჯერ კიდევ არსებობს. ბევრი ჯერ კიდევ თვლის, რომ დაავადება განუკურნებელია ან გადაეცემა ერთი შეხებით.

image

ეს უკვე დიდი ხანია ასე არ არის. თუმცა, დღესაც, ადამიანები, რომლებიც ამით განიცდიან, სოციალურ სტიგმის და ცრურწმენების წინაშე დგანან. მაგრამ ის დღეები, როდესაც ინფიცირებული ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე იზოლირებულნი იყვნენ, წარსულს ჩაბარდა. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გაძლევთ სრულად განიკურნოთ ამ დაავადებისგან, თუ დროულად მიმართავთ ექიმს.

image

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0