x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა განსხვავებაა ფსიქოლოგს,ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს შორის?
ვის უნდა მიმართო საჭიროების შემთხვევაში:imageფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს თუ ფსიქიატრს?ყოველი ფსიქოლოგიური პრობლემა, ნერვული აშლილობა, რთული ემოციური მდგომარეობა წყდება ან იკურნება სპეციფიკური მეთოდების საშუალებით, რომლებსაც ფლობს სათანადო სპეციალისტი.




უამრავი ადამიანისათვის, რომელიც შორსაა ფსიქოლოგიისაგან, ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ცნებები სინონიმებს წარმოადგენს.სინამდვილეში კი ამ სპეციალისტების ფუნქციები და ამოცანები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მათ შორის განსხვავება შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ:

ფსიქოლოგი კურნავს ადამიანს საუბრით;


ფსიქოთერაპევტი-საუბრით და აბებით;

ფსიქიატრი კი-მხოლოდ აბებით.


ეხლა კი უფრო ვრცლად აღვწეროთ თითოეული:


ფსიქოლოგი-დიპლომირებული სპეციალისტია, რომელიც დიაგნოსტიკური მეთოდების და საუბრის მეშვეობით მზადაა მოგიყვეთ თქვენი პიროვნული თავისებურებების შესახებ, თქვენი ხასიათის დადებითი და რთული მხარეების შესახებ, აგრეთვე შეიძლება ყურადღება მიაქციოს თქვენს ემოციურ მდგომარეობას.ფსიქოლოგს მიმართავენ ხოლმე დახმარებისათვის პროფორიენტაციაში, ოჯახურ ურთიერთობებში არსებული სიძნელეების გადასალახად და პრობლემების მოსაგვარებლად და ა.შ.ზოგჯერ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ფსიქოლოგმა შეიძლება მიმართულება მოგცეთ ექიმ-ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან მკურნალობის გასაგრძელებლად.


ფსიქოთერაპევტი-ადამიანია, რომელმაც ბაზისური სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ გაიარა დამატებითი სპეციალიზაცია არჩეული ფსიქოთერაპევტული მიმართულებით(3-დან 5 წლამდე).იგი იყენებს ფსიქოთერაპევტულ მეთოდებს, საუბარს და აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წამლის დანიშვნა.მას მიმართავენ დეპრესიის, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და სხვა მსგავსი პრობლემის შემთხვევაში.


ფსიქიატრი-ეს ექიმია, რომელმაც გაიარა სპეციალიზაცია ფსიქიატრიის დარგში.იგი კურნავს რთულ ფსიქიკურ აშლილობებს, ნერვული სისტემის დაავადებებს(შიზოფრენია, ეპილეფსია, ნევროზები, ჰალუცინაციები და ა.შ.) ფსიქოთერაპევტული მეთოდების, საუბრებისა და მედიკამენტების გამოყენებით.


იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით ფსიქოლოგიური ლიტერატურა პოპულარულია და გავრცელებული, მოსახლეობის ფსიქოლოგიური კულტურა მაინც დაბალ დონეზე რჩება.მაგრამ აღსანიშნავია, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ სპეციალისტებს პიროვნული პრობლემების მოსაგვარებლად თანდათანობით იზრდება.

1
4188
3-ს მოსწონს
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
4188
  
2015, 25 ოქტომბერი, 1:20
მე სხვანაირად ვიტყოდი: ფსიქოთერაპევტი ესაა ფსიქოლოგი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას ან სხვა დარღვევებს მკურნალობს. ანუ როცა ფსიქოლოგი მკურნალია, ის ფსიქოთერაპევტად იწოდება. სხვა მხრივ, ფსიქოლოგმა შეიძლება იმუშავოს სარეკლამო ბიზნესში, იყოს პოლიტიკოსის მრჩეველი, HR მენეჯერი და უამრავი სხვა საქმით დაკავდეს. ასე რომ წამლების დანიშვნა არ არის ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის სხვაობის კრიტერიუმი. ისედაც, თავმოყვარე ფსიქოთერაპევტი წამლებს არ ნიშნავს, აი სწორედ ეგაა ფსიქიატრის დანიშნულება, ფსიქოთრაპევტმა კი ფსიქოლოგიური და არა სამედიცინო მეთოდებით უნდა განკურნოს.
0 1 1