კინო არავითარი შავკანიანი ფიფქიები-ტრამპის მოსვლის შემდეგ "დისნეი" ტრადიციულ ღირებულებებს უბრუნდება გუშინ, 17:55 ![]() წყაროები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების ფარგლებში დისნეი იხსნის პასუხისმგებლობას ფილმების შინაარსზე. ძველი მულტფილმების, როგორიცაა "დამბო" და "პიტერ პენი", გაფრთხილებები, რომ ისინი „შეიცავენ ნეგატიურ სურათებს და/ან პერსონაჟებზე ძალადობის სცენებს“ გაქრება. წარწერები, რომელიც 2020 წელს გამოჩნდა, ტიტრებში შესწორდება და წაიშლება. ახლა ასე იქნება: „კონტენტი წარმოდგენილია როგორც თავდაპირველად შექმნილი და შეიძლება შეიცავდეს სტერეოტიპებს ან ნეგატიურ სურათებს“. ![]() 1940-იან და 1950-იან წლებში შექმნილი ძველი ანიმაციური ფილმები თანამედროვე კრიტიკოსების კრიტიკის ქვეშ მოექცა, რასისტული გამონათქვამების, მაგალითად, ინდიელებს „წითელკანიანებს“რომ უწოდებდნენ. სამშაბათს დილით, HR დირექტორმა სონია კოულმანმა გაუგზავნა მემორანდუმი ყველა თანამშრომელს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ცვლილებები. დისნეიმ ასევე გადაწყვიტა მოეშორებინა საკუთარი პროექტის Reimagine Tomorrow-ის ვებგვერდი. პლატფორმაზე წარმოდგენილი იყო DEI პოლიტიკის მხარდაჭერილი ადამიანების პირადი ისტორიები (ფერადკანიანი ადამიანები, სექსუალური უმცირესობები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.). პროექტს უკვე აკრიტიკებდნენ ამერიკელი კონსერვატორები. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკულმა ბრენდებმა დაიწყეს DEI პროგრამების მასობრივად დახურვა ან შემცირება. პრესა ამტკიცებს, რომ ამ გზით კომპანიები ცდილობენ შეეგუონ ახალ რეალობას. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში "დისნეი" პოზიცირებდა, როგორც საოჯახო ბრენდი, რომელიც შორს იყო პოლიტიკისგან. თუმცა, DEI პოლიტიკის აყვავების პერიოდში, კომპანიამ გამოუშვა არაერთი ფილმი, რომლებიც გააკრიტიკეს. მათ შორისაა ფილმები "პატარა ქალთევზა", სადაც მთავარ როლს შავკანიანი მსახიობი ჰალი ბეილი ასრულებდა და "პინოქიო", სადაც ფერიის როლს მელოტი აფროამერიკელი სინტია ერივო ასრულებდა. 2017 წლის რიმეიქი "ურჩხული და მზეთუნახავი"დაგმეს ჰომოსექსუალური კოცნის გამო.მაყურებლებს ასევე არ მოეწონათ ლათინოამერიკელი რეიჩელ ზეგლერი "ფიფქიას" როლზე. 96 1-ს მოსწონს
|