საზოგადოება „მე მრცხვენია შენს მაგივრად... ასე რამ დაგაბეჩავათ მაგ ტელევიზიაში?!“ - მერაბ მეტრეველი ნინო შუბლაძეს დღეს, 11:39 ![]() “Nino Shubladze მე მრცხვენია შენს მაგივრად. სოლიდაორბის ერთი სიტყვა როგორ ვერ დაგაცდევინა სტუმარმა მიშიმშილე კოლეგის მიმართ?! ასე რამ დაგაბეჩავათ მაგ ტელევიზიაში?! . იმას რომ არკვევ, დანაშაულია ღუ არა პოლიციელისთვის სილის გაწვნაო, ისიც იკითხე, რამდენად სამრთლიანია ამ დანაშულისთვის 4-დან 7 წლამდე მიხლის წაყენება და რაც მთავარია, რამდენად აუცილებელი იყო მზიას წინასწარ პატიმრობაში ჩასმა? ანუ შენც გგონია, რომ მზია რეციდივისტია და გირაოთი რომ გამოეშვათ და ასე გაგრძელებულიყო ძიება, დანაშაულს თავიდან ჩაიდენდა? მისი წინასწარ პატიმრობაში ჩასმა მინც არ გეუბნება არსფერს? მაგრამ ასე მგონია, სამთავრობო მედიებში სინდისთან ერთად ფიქრის უნარიც დაკარგეთ. -- წერს მერაბ მეტრეველი. , ვაშაძის განცხადების შემდეგ რომ რუსთავი 2 -საც გამოეხატა სოლიდარობა მზია ამაღლობელის მიმართ და მისი გათავისუფლება მოეთხოვათ ნინო შუბლაძემ აღნიშნა, რომ ამას ტელეკომპანია გადაწყვეტს, რა პოზიციას გამოხატავს, თუმცა არავის უხარია მისი შიმშილობა და პატიმრობა. გაათავისუფლებენ თუ არა ჟურნალისტს ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე ვუსურვებ, რომ არ დაიზიანოს შიმშილობით ჯანმრთელობა - აღნიშნა ნინო შუბლაძემ. მანვე კიტხვა დასვა არის თუ არა დანაშაული პოლიციელისთვის ხელის გარტყმა. . 338 1-ს მოსწონს
|