x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"გილაურის ფონდს კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ მის გააქტიურებას ეჭვის თვალით ვუყურებ" - ნანკა კალატოზიშვილი
image

.

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ნიკა გი­ლა­უ­რის მიერ ფონ­დის ფროსფერითი ჯორჯიას შექ­მნას და გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს.

  • "გი­ლა­უ­რის ფონ­დის შექ­მნას, ასე იდე­ა­ში კარ­გი მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ და­ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას, ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დე მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას", - წერს ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.
.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა გი­ლა­ურ­მა აქ­ცი­ა­ზე ნა­ცე­მი და და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე გა­ფი­ცუ­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფონ­დი და­ა­ფუძნა.

  • კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ ერთხელ აკონ­კრე­ტებს რა­ტომ უჩენს ეჭვს გი­ლა­უ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და წერს:
"ზო­გა­დად, ახა­ლი ერა, ახა­ლი ხალ­ხით რომ იწყე­ბო­დეს და წრე­ზე არ ვი­ა­როთ ქრო­ნი­კუ­ლად, მეტ პროგ­რესს მო­უ­ტან­და ამ ქვე­ყა­ნას. ზუს­ტად ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ ეჭ­ვის თვა­ლით. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნდეს. უბ­რა­ლოდ ამ ფონ­დის მერე, მისი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნა, სხვა რა­მის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. მეც ხომ მაქვს უფ­ლე­ბა პი­რა­დი აზ­რე­ბის და ეჭ­ვე­ბის.“ - წერს კალატოზიშვილი.

.

შეგახსენებთ, ნიკა გილაურის მიერ შექმნილი ფონდის მიერ ნაყიდი მგზავრობის ბილეთებით გაემგზავრა ამერიკაში გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და მისი ოჯახი. სწორედ გილაურმა დაუფინანსა მის ოჯახს ხარჯები და გასცა კომპენსაცია. ის ასევე გატავისუფლებულ საჯარო მოხელეებს უხდის ხელფასს და აფინანსებს სხვადასხვა ჯარიმებსა თუ ხარჯებს როგორც პატიმრებისთვის, ისე უსამსახუროდ დარჩენილთათვის.

.

ნიკა გილაური: “თანხის გაცემაც დავიწყეთ, ძალიან სწრაფად შევქმენით ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. მაგალითად, გადავეცით თანხა GORGIA-ს იმ თანამშრომელს, რომელმაც დატოვა კომპანია პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც GORGIA-მ არ ყიდდა აირწინაღებს. ასეთ გმირული ნაბიჯები გვინდა რომ წავახალისოთ.

ასევე, დავაფინანსეთ გაზის გაშვების შემდეგ დაზიანებული ქალბატონი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად დაიზიანა მხარი და სჭირდება პროთეზი. მას ვუხდით ოპერაციის თანხას, ვაპირებთ, რომ გადავუხადოთ თანხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პროტესტების მანძილზე.

.

ასევე, დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გარკვეული დაზიანებები და სახელმწიფო არ გადაუხდის, ან დავაფინანსებთ მათ ოჯახის წევრებს, რომელთაც ეს სჭირდებათ ამ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ერთ-ერთი დაზიანებულის დედა არის ჩავარდნილი ლოგინად და სჭირდება მედდა ან ვინმე, ვინც მიხედავს მას ამ პერიოდის განმავლობაში". - თქვა გილაურმა მთავარი არხის ეთერში.

.


0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0