x
მეტი
  • 10.02.2025
  • სტატია:140103
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513113
ვაშლის ღვეზელი (უმარტივესი რეცეპტი)

image


ინგრედიენტები:


ცომისთვის:


რძე (თბილი) — 200 მლ.
საფუარი (მშრალი) — 2 ჩ. კ. (7 გრ.) ან ნედლი — 20 გრ.
შაქარი — 70 გრ.
კარაქი (გამდნარი და გაგრილებული) — 70 გრ.
კვერცხი — 2 ცალი
ვანილინი — გემოვნებით
მარილი — 1/2 ჩ. კ.
ფქვილი (2–ჯერ გაცრილი) — 550 – 600 გრ.


გულსართისთვის:


ვაშლი (საშუალო) — 6-7 ცალი
შაქარი — 2 ს. კ.
კარაქი — 20 გრ.
წყალი — 1 ს. კ.


გადასასმელად:


კვერცხის გული + 1 ს.კ. რძე + ცოტა ვანილინი


მომზადება:


I. თასში ჩაასხით რძე > დაუმატეთ 1 ს. კ. შაქარი, 5 ს. კ. ფქვილი და საფუარი > ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და ტილო გადააფარეთ. ასე გააჩერეთ 15 წთ, ვიდრე თავზე ქაფიან ქუდს არ მოიგდებს.

II. დაუმატეთ მარილი, ვანილინი, დარჩენილი შაქარი, კვერცხი და კარაქი > ყველაფერი კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ ფქვილი ნაწილ–ნაწილ, თან აუცილებლად გაცრილი და ჟანგბადით გამდიდრებული უნდა იყოს.

III. მოზილეთ ცომი კარგად (7-10 წთ–ის მანძილზე), უნდა მიიღოთ პრიალა და ელასტიკური ცომი, რომელიც ხელზე არ ეკვრება > წაუსვით ზეთი თასის კედლებს, მოათავსეთ მასში ცომი, გადააფარეთ ზემოდან ტილო და დადგით 1 სთ–ით, თბილ ადგილზე.

IV. ვიდრე ცომი ამოდის, მოამზადეთ გულსართი: გაფცქვენით და დაჭერით ვაშლი > ტაფაში მოათავსეთ კარაქი და დადგით საშუალო ცეცხლზე > დაუმატეთ შაქარი და მანამდე ურიეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება > დაუმატეთ ვაშლი და კარგად მოურიეთ > დაუმატეთ წყალი და შუშეთ 5-7 წთ.

V. ცომი რომ ამოვა, გაყავით 2 ნაწილად > შემდეგ, თითოეული ნაწილი 6 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ თითოეული გინდა და მოათავსეთ მასზე 1.5 ს. კ. გულსართი > მიეცით ღვეზელის ფორმა და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > დადგით საცხობი ფირფიტა თბილ ადგილზე, 20 წუთით.

VI. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, რძე და ვანილინი > გადაუსვით ღვეზელს ფუნჯით.

VII. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ფუნთუშები მოხარშული კრემით

არც საფუარია საჭირო და არც საათობით ლოდინი – ფუმფულა ღვეზელი, ნებისმიერი გულსართით

უჩვეულოდ ფუმფულა ცომი, ღვეზელის და ფუნთუშებისთვის


imageარხის სხვა სიახლეები:


* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 6 (30 ფოტო)

* ყველაზე საინტერესო, ცხოველთა სამყაროდან

* დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0