ცომეული არც საფუარია საჭირო და არც საათობით ლოდინი – ფუმფულა ღვეზელი, ნებისმიერი გულსართით 25 აგვისტო, 8:24 ღუმელში ღვეზლის ახლებურად მოსამზადებლად, ხაჭო დაგჭირდებათ! ხაჭოს ცომი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი, – საფუვრიანი. ამასთან, უფრო სასარგებლო და მსუბუქიც არის. ღვეზელი კი, ძალიან გემრიელი გამოდის! ინგრედიენტები: ხაჭო — 250 გრ. კვერცხი — 1 ცალი მარილი — 0, 5 ჩ. კ. შაქარი — 1 ჩ. კ. არაჟანი — 2 ს. კ. ფქვილი — 200 გრ. სოდა — 0, 5 ჩ. კ. ძმარი — 1 ჩ. კ. მომზადება: I. თასში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, მარილი, შაქარი, არაჟანი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს (ყველა ინგრედიენტი ან ცივი უნდა იყოს, ან ოთახის ტემპერატურის) > დაასხით სოდას ძმარი და ჩაამატეთ თასში > გაცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. II. მოათავსეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში. III. ვიდრე ცომი გაცივდება, მოამზადეთ ნებისმიერი გულსართი: ტკბილი, ან მარილიანი. IV. გამოიღეთ ცომ მაცივრიდან > გაყავით გუნდებად > თითოეული გუნდა ხელით გააბრტყელეთ > მოათავსეთ მასზე გულსართი და გვერდები შეუწებეთ. V. მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ან პერგამენტზე > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. არხის სხვა სიახლეები:* ფოტოზე აღბეჭდილი 20 წარმოუდგენელი მომენტი* მოგზაურობა წარსულში – 30 საინტერესო ფოტოსურათი* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ109 1-ს მოსწონს
|