სხვა "უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი" - კობახიძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე 8 თებერვალი, 17:10
"ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს."- ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე რომლის თანახმადაც, FARA-ს აღრულება იზღუდება.
ცნობისათვის, NBC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ბრძანებით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" იგივე FARA-ს აღსრულება იზღუდება.
ასევე, ბრძანება ზღუდავს FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის დევნას და განსაზღვრავს, რომ ასეთი საქმეები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედებები ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსია და უკავშირდება უცხო ქვეყნის მთავრობებს. 124 4-ს მოსწონს
|