x
მეტი
  • 11.09.2025
  • სტატია:140729
  • ვიდეო:350948
  • სურათი:515746
თბილი და ნაზი სალათა ქათმის ღვიძლით
ამ გემრიელი სალათას მომზადება ძალიან მარტივია. სულ რაღაც რამდენიმე წუთში მზადდება.



image



რა ინგრედიენტები დაგჭირდებათ?

300 გრამი ქათმის ღვიძლი, 2-3 ცალი პომიდორი, ჩერიც შეიძლება, ნახევარი თავი წითელი ხახვი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, 30 გრამი ნიგოზი, რუკოლა (რამდენიც გინდათ), ოხრახუში, მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი გემოვნებით, 1-2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.



როგორ მოვამზადოთ?

image




1. ქათმის ღვიძლი გარეცხეთ და გაამშრალეთ, ზედმეტი ფირი მოაშორეთ. ნაჭრებად დაჭერით.



2. კარგად გაცხელებულ ტაფაზე რამდენიმე წვეთი ზეთი დაასხით და ღვიძლი ოქროსფერი ქერქის მიღებამდე 10-15 წუთი შეწვით. მომზადებამდე რამდენიმე წუთი ადრე სოიოს სოუსი ან ბალზამის სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ.



3. ყველა ბოსტნეული დაჭერით. ნიგოზი დააქუცმაცეთ. ღვიძლი, ბოსტნეული, მწვანილი და სანელებლები აურიეთ. ნიგოზი დაუმატეთ. ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით შეკაზმეთ.



4. თეფშზე სალათის ფურცლები დააფინეთ და სალათა გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!



ასევე დაგაინტერესებთ:

ყაბაყის ღვეზელი ტაფაზე შემწვარი - ღუმელში შემწვარზე უკეთესია

7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია

20 იდეა მთელი მსოფლიოდან, როგორ გავაკეთოთ სენდვიჩი ყველით

5 შესანიშნავი ჭარხლის სალათა, რომელიც ტვინს, გულს და სისხლძარღვებს აძლიერებს

სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს


0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
21