x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
5 შეცდომა, რომელსაც "ოლივიეს" მომზადებისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!
image


"ოლივიე", მართალია რუსულ სამზარეულოსთან ასოცირდება, მაგრამ ჩვენთანაც ბევრისთვის საყვარელ სალათს წარმოადგენს. მაგრამ, წლების მანძილზე გამოცდილი, ამ ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი სალათის მომზადებაში, თურმე უამრავ შეცდომას ვუშვებთ. არადა დასანანია, სალათი ხომ მართლა ძალიან გემრიელია.


გთავაზობთ 5 ძირითად შეცდომას, რომელსაც "ოლივიეს" მომზადების დროს ვუშვებთ.


შეცდომა № 1



image


ნუ გამოიყენებთ "ოლივიეში" მხოლოდ მაიონეზს. რა თქმა უნდა, ძალიან მოსახრეხებელია პაკეტიდან მზა შიგთავსის გადმოსხმა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამით კერძი ძალიან მძიმე და ზედმეტად ნოყიერი გამოვა. უმჯობესია, თუ მაიონეზს განაზავებთ არაჟნით ან ნაღებით.


ხოლო თუ ისეთი "ოლივიეს" მიღება გსურთ, როგორსაც რესტორნებში მოგართმევენ, მოგიწევთ სახლში მოამზადოთ მაიონეზი (გადადით ბმულზე და იხილეთ რეცეპტი) ამგვარი სოუსი 2-3 დღის მანძილზე უპრობლემოდ ინახება და შეგიძლიათ წინასწარაც მოამზადოთ.


მაიონეზის სოუსი სალათს უშუალოდ სერვირების დროს უნდა დაამატოთ, რადგან რამდენიმე საათში იგი ტენს იღებს.


შეცდომა № 2


image

სალათში საექიმო ძეხვის დამატება ძალიან დიდი შეცდომაა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი დიასახლისი აკეთებს. ხორცეულიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრსაქონლის, ღორის, ქათმის ხორცი, ან, თუნდაც კიბორჩხალას ჩხირები.


შეცდომა № 3


image

სალათში დიდი რაოდენობით კარტოფილი უარყოფით გავლენას ახდენს "ოლივიეს" საგემოვნო თვისებებზე, კონსისტენცია არც თუ ისე სასიამოვნო, ბლანტი ხდება. ამასთან, კარტოფილის სჩვევია შეიწოვოს სოუსი, შესაბამისად, მოგიწევთ სულ უფრო მეტი მაიონეზის დამატება.


იმისათვის, რომ სუფრიდან ადგომის შემდეგ პირდაპირ დივანზე წამოწოლა არ მოგინდეთ და გასეირნების ან ცეკვის თავი გქონდეთ, უმჯობესია, თუ სალათი მსუბუქი, პიკანტური და სასარგებლო იქნება. ამიტომ, 12-14 პორციაზე სულ 400 გრამი კარტოფილის დამატება სრულიად საკმარისია.

შეცდომა № 4


image

არ ღირს "ოლივიეში" დაკონსერვებული ბარდის დამატება. მისი გემო ძალიან ახლოსაა კარტოფილთან. ამიტომ, სალათის მოსამზადებლად უმჯობესია გაყინული ბარდა გამოიყენოთ. ამგვარად ზამთრის მძიმე სალათს მსუბუქ, დახვეწილ და პიკატურ კერძად აქცევთ.


შეცდომა № 5


image

სალათში მხოლოდ ერთი კვერცხის დამატებაც ცუდი იდეაა. შეფ-პოვარები ერთხმად ტანხმდებიან იმაზე, რომ "ოლივიეში" კვერცხი განსაკუთრებული ინგრედიენტია, რომელიც კერძს სინაზეს სძენს. კვერცხი აბალანსებს კარტოფილს, სტაფილოსა და ბარდის გემოს. ასე რომ, 12 პორციაზე მინიმუმ 3 კვერციხი მაინც დაგჭირდებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ (და რატომ!) გავაკეთოთ მაიონეზი სახლში

image


2. რატომ დაერქვა სალათს "ცეზარი" და რომელია მისი საიდუმლო ინგრედიენტი

image


3. შეცდომები, რომლებსაც მაკარონის მომზადების დროს ვუშვებთ

image



4. 5 შეცდომა, რომელსაც ერბოკვერცხის მომზადებისას ვუშვებთ

image


5. 6 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image





0
4084
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0