სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXV) დღეს, 15:32 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXV
1.თეატრალური წარმოდგენა რკინიგზის ასი წლისთავის აღსანიშნავად. ლივერპული. მერსისაიდის საგრაფო. დიდი ბრიტანეთი, 1930 წელი. 2.პნევმატური საფოსტო სერვისი, რომელიც მოიცავდა ნიუ-იორკის 23 ფოსტას და ვრცელდებოდა 27 მილის მანძილზე. იგი მუშაობდა 1957 წლამდე. პნევმატური ფოსტა არის შეტყობინებების და მცირე ტვირთის მიწოდების სისტემა მილებში კაფსულების გაშვებით, შეკუმშული ჰაერით ანუ ვაკუუმის მეშვეობით. ეს ტექნოლოგია პოპულარული იყო მე-19 და მე-20 საუკუნეებში დოკუმენტების, წერილების და სხვა წვრილმანი ნივთების სწრაფად გადაცემისთვის შედარებით მცირე დისტანციებზე. იგი გამოიყენებოდა როგორც ურბანულ ქსელებში, ასევე შენობებში, როგორიცაა ბანკები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული ოფისები. დღესდღეობით ასეთი სისტემის ნახვა შესაძლებელია ბანკებში და დიდ ჰიპერმარკეტებში. 3.თოვლმავალი ГМВ-2 შეიქმნა ორენბურგში 1970-იან წლებში. გამოყენებულია ილ-28 ფიუზელაჟის ნაწილი, უაზ-469 ძრავა, გაზ-21 -ის გადაცემათა კოლოფი, უაზის- უკანა ღერძი, ჟიგულის საჭე და გაზ-52-ის ცხაურის ნაწილი. ორენბურგი, 1980 წელი. 4.ცირკის მსახიობთა ოჯახი-დედა შვილებთან ერთად 1956 წელი. 5. პარიზში სიცხის დროს მამაკაცები სვამენ "გიგანტური" ჭიქებიდან. ერთი ხელით ასეთ ჭურჭლიდან რამდენიმე ლიტრის დალევისთვის საჭიროა ძლიერი ხელი გქონდეთ. ვარჯიშის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <ამ ბმულს> 348 2-ს მოსწონს
|