სასარგებლო პროდუქტები კიევური ტორტი და ქართული "ბახმარო" - 8 ლეგენდარული პროდუქტი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 5 თებერვალი, 14:29 სსრკ იყო უზარმაზარი ქვეყანა, სადაც თითოეული რესპუბლიკა ამაყობდა თავისი უნიკალური პროდუქტებით. ეს პროდუქტები დიდი ხანია გახდა ეპოქის სიმბოლოები, ტოვებენ ბავშვობის თუ ახალგაზრდობის დროინდელ გემოს და თბილ მოგონებებს.
ქვემოთ გაეცნობით ლეგენდარულ პროდუქტებს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან და შევეცდებით გავიხსენოთ რითი იყო ეს პროდუქტები გამორჩეული. ბელორუსის სსრ - შესქელებული რძე როგაჩოვიდან როგაჩოვის შედედებული რძე იცოდა ყველამ და უყვარდათ სსრკ-ს ყველა კუთხეში. თუნუქის ქილა ლურჯი სამკუთხა კანტებით არის სიმბოლო, რომელიც არ შეიძლება აგვერიოს სხვა რამეში. შესქელებულ რძეს იყენებდნენ სხვადასხვა კომბინირებულ დესერტში, თუმცა ყველაზე მეტად მიირთმევდნენ კოვზებით პირდაპირ ქილებიდან, დესერტის მოლოდინის გარეშე. წარმატების საიდუმლო მარტივი იყო: ბუნებრივი ინგრედიენტები და კლასიკური რეცეპტი დანამატების გარეშე. როგაჩოვის შედედებული რძე კვლავ რჩება ეტალონად, რომელთანაც სხვა ნებისმიერი ანალოგის შედარება ფუჭია. ![]() საქართველო განთქმული იყო მინერალური წყლებითა და გაზიანი სასმელებით, მაგრამ ლაღიძის კიდევ ერთი შედევრი " ბახმარო" განსაკუთრებული იყო. მსუბუქი და გამაგრილებელი, ის ლიმონათს მოგაგონებდათ, ოღონდ ქართული უნიკალური ჩაის ჯიშებით გაზავებული. ქართული „ბახმარო“ ზაფხულობით პლაჟზე, კიოსკებში და რკინიგზის სადგურებშიც კი იყიდებოდა- თვალში მაშინვე მოგხვდებოდათ ნათელ ეტიკეტიანი ბოთლი. მისი გემო ძნელი დასავიწყებელია: ოდნავ ტკბილი, ოდნავ მომჟავო, გამაგრილებელი არომატით. ![]() კურაბიეს ნამცხვრები ბაქოს სტუმართმოყვარეობის სიმბოლო იყო. ვარდის ფორმის ნამცხვარი შუაში წრიული ლალისფერი ჯემით ჩამწკრივებული იყო საკონდიტრო მაღაზიების ვირტინებზე და №1 იყო სადღესასწაულო სუფრებზე. მსუბუქი, ხრაშუნა ტექსტურით და კრემისებური გემოთი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის უსაყვარლესი ნამცხვარი. ეს რეცეპტი საგულდაგულოდ გადაეცემოდა თაობიდან თაობას და დღესაც ნამდვილი ბაქოს კურაბიე რჩება გემოს ეტალონად. ![]() 1977 წელს ერევანში დაიწყეს ისეთი რამის წარმოება, რაც საბჭოთა ბავშვებისთვის ნამდვილი სენსაცია გახდა: საღეჭი რეზინი. თვალში საცემი შეფუთვა, ხილის გემო და დასავლური ცხოვრების სტილის მაგია ეზოს ბავშვებში შურს ბადებდა. მაშინ საღეჭი რეზინი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო სიამოვნება - ეს იყო რაღაც ახალი, უჩვეულო და ოდნავ აკრძალული სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ის სწრაფად კარგავდა გემოს, პირველი საღეჭი რეზინის ბედნიერება მთელი დღე გრძელდებოდა. ![]() კიევის ტორტი 1956 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოიგო ტკბილეულის მოყვარულთა გული. ჰაეროვანი ბეზეთი მომზადებული ნამცხვრები კეშიუს თხილით, ფენოვანი ნაზი კრემით - ეს არ იყო მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმი, არამედ ნამდვილი დელიკატესი. ყიდულობდნენ დღესასწაულებზე, სტუმრად წასვლის დროს ან უბრალოდ კიევიდან როგორც სუვენირი, ისე ჩამოჰქონდათ.ტორტი "კიევური" დღემდე უკრაინის დედაქალაქის სიმბოლოდ ითვლება და პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. ![]() ლატვიის სსრ - რიგის ქარსალა ზეთში რიგის ქარსალა(შპროტი) არ იყო უბრალოდ დაკონსერვებული საკვები - ისინი ნამდვილი დელიკატესი გახდა სადღესასწაულო სუფრისთვის. ოქროსფერი, ლამაზად დალაგებული შებოლილი თევზი ზეთის არომატით, გახდა ლატვიური სამზარეულოს სიმბოლო. მათ მიირთმევდნენ შავ პურთან ერთად, აკეთებდნენ ბუტერბროდებს და ამშვენებდნენ მწვანილებით და კიტრის მწნილით. დეფიციტის ეპოქაში (1980-იანი წლების ბოლოს)"შპროტიც" კი ფუფუნებად იქცა, რომელიც ჩვეულებრივ საუზმეს გასტრონომიულ ზეიმად გარდაქმნიდა. ![]() მოლდავეთის სსრ - კონიაკი "თეთრი ყარყატი" მოლდოვა განთქმული იყო მეღვინეობის ტრადიციებით, მაგრამ კონიაკი «Белый аист» ნამდვილ ლეგენდად იქცა. მისი რბილი გემო და დახვეწილი არომატი სასმელს ფავორიტად აქცევდა არა მხოლოდ სსრკ-ში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ულამაზესი ბოთლები ელეგანტური ეტიკეტებით ამშვენებდა სერვანტებს, თავად კონიაკი კი განსაკუთრებულ შემთხვევებში იხსნებოდა. ეს ასოცირდებოდა სითბოსთან, კომფორტთან და მეგობრობის სადღეგრძელოებთან. ![]() შოკოლადი "ყაზახეთი" ალმა-ატადან იყო არა მხოლოდ ტკბილეული, არამედ რესპუბლიკის სიამაყე. მისი ისტორია იწყება ომის მძიმე წლებში, როდესაც საკონდიტრო ნაწარმის წარმოება დაიწყო ალკოჰოლისა და არყის ქარხნის ევაკუირებულ ქარხნის ბაზაზე. ომისგან გამოწვეული მძიმე პირობების მიუხედავად, 1942 წელს ქარხანამ გამოუშვა თავისი პირველი 50 ტონა პროდუქტი, 1978 წლისთვის კი მან შეიძინა კაკაოს მარცვლის გადამუშავების თანამედროვე მოწყობილობები. სწორედ მაშინ გამოჩნდა შოკოლადი "ყაზახეთი". ეს პროდუქტი არა მარტო თავის არაჩვეულებრივი გემოთ ახარებდა მომხმარებელს, ის გამძლე იყო და ხელში არ გადნებოდათ ცენტრალური აზიის ცხელი კლიმატისთვის შემუშავებული სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით. ![]() 181 2-ს მოსწონს
|