x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ერთ კვირას ვაძლევ ცილისწამება უკან წაიღოს და ბოდიში მომიხადოს“ - ჩერგოლეიშვილი

image

.

პარტია ფედერალისტებისა და ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ახალი სასამართლო დავის დაწყების შესახებ დეტალებს აქვეყნებს. ის რომ ჩივილს გეგმავდა მან რამდენჯერმე უკვე დაწერა.

.

“ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი.
ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება (ვუთითებთ) უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს.
თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ხანდაზმულობის ვადის დაცვით წავა სასამართლოში.
.
ეს ქეისი იმდენადაა ჩემთვის საინტერესო, რამდენადაც კორუმპირებულ ენჯიო კარტელს აყენებს დარტყმას, რომლებმაც დაიჩემეს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ესმით და სტრატკომი დაირქვეს.
.
ეს კორუმპურებული ენჯიო
კარტელი მთლიანად შეზრდილია კორუმპირებულ სამ პარტიასთან, რომლებსაც დაგრძელებად საკუთარი ჯიბის მედიები ყავთ და ერთად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ რუსული რეჟიმის დამარცხების ამოცანას და საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვების enabler -ები არიან
(ერთ ლაივს მივუძღვნი სტრატკომს და უკეთ დაგანახებთ, რა კიბო გვაქვს).
.
ჯიბის მედიები რომ არიან, იმითაც გამოჩნდება, რომ არც მთავარი, არც ტვ პირველი და არც ფორმულა, ამ დავას არ გააშუქებს.
"მურუსიძის სასამართლოში როგორ მიგაქვს?!"
.
ამ საყვედურის ავტორებმა:
ა) ჯერ ის აღიარონ, რომ შემდეგი სამი წელი ბიძინას დამარცხებას არ აპირებენ
ბ) მერე ის აღიარონ, რომ ქართული ოცნების სასამართლო "დამოუკიდებელია" და ცილისწამების საქმეზე ისეთ პრეცედენტს შექმნის, რომ რეჟიმის ყველა ცილისწამებაზე რეფერენსი იყოს.
გ) მესამე კი ის, რომ ბოდიშის მოხდას, ბაიას მთელი სტრატკომის დისკრედიტაცია ურჩევნია - საქმე რომ დაიძვრება, გიგაურს და ქეთი ხუციშვილსაც ხომ კითხავენ ჟურნალისტები მიაჩნიათ თუ არა ცილისწამება სტრატეგიულ კომუნიკაციად
.
* * *
.
მეგობრებო, პოლიტიკა არის პროფესია.
სწავლა უნდა ამ დარგს.
მეცადინეობა.
.
მე ბევრი ვიმეცადინე და ამ მეცადინეობის შედეგად, ჩამომიყალიბდა ჩემი ხედვა.
ეს ხედვა შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არა.
მაგრამ ესაა ჩემი ხედვა და ამ ხედვის ჩამოსაყალიბებლად ბევრი ვიშრომე.
ზუსტად ისე, როგორც კარგმა ექიმმა იშრომა ბევრი, რომ თავისი ხელობა ესწავლა.
.
ექიმთან რომ მიდიხართ, ჩივილების საფუძველზე ის სვამს დიაგნოზს და ნიშნავს მკურნალობას - ისეთ დიაგნოზს და ისეთ მკურნალობას, რაც მას სწორი ჰგონია იმ ცოდნის საფუძველზე, რაც აქვს.
თუ რთული თემაა, მოიწვევს პროფესიონალთა კონსილიუმს, იკითხავს მეორე აზრს, მესამეს ...
.
მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობაა პაციენტის ჩივილებზე ადეკვატური პასუხის მოძებნა.
პაციენტი შეიძლება არ მენდოს, ეს მისი ნებაა და სხვა ექიმი მონახოს.
მაგრამ დიაგნოზს და მკურნალობას ვერ შემაცვლევინებს, იმიტომ რომ ესაა რაც ვიცი, რაზე პასუხისმგებლობის აღებაც შემიძლია და რაც ჩემს პროფესიულ რეპუტაციას ზიანს არ მიაყენებს.
.
მე მინდა გააცნობიეროთ, რომ პოლიტიკა არის პროფესია, პროფესიას სწავლა უნდა და მე ეს ნასწავლი მაქვს.
დასვით კითხვები (კითხვები და არა კითხვის ნიშნით დაწერილი პასუხები), მაგრამ პასუხს რომ მიიღებთ - ან მენდეთ, ანაც სხვა პოლიტიკოსი იპოვეთ, იმიტომ რომ ჩემი ხედვა არ შეიცვლება, თქვენი ხასიათი გაფუჭდება.
.
0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0