ქალი და მამაკაცი გათხოვილმა ქალმა შანტაჟისტი საყვარელი საწოლში გაგუდა 4 თებერვალი, 13:56 ინდოელი ქალი საყვარელს საწოლში გაუსწორდა. ამის შესახებ გამოცემა NDTV წერს. პარასკევს, 31 იანვარს, ქალაქ ბარელიში ( უტარ პრადეშის შტატი) მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. უძველესი, ზარდოზის ქარგვის ხელოვნების ოსტატს, სახელად იკბალს, ასფიქსიის ნიშნები აღმოაჩნდა. ორი დღის შემდეგ პოლიციამ 32 წლის გათხოვილი ქალი დააკავა, რომელიც მისი საყვარელი აღმოჩნდა. მან იკბალი იმ დროს გაიცნო, როდესაც ის თავის უბანში კარდაკარ დადიოდა კლიენტების მოსაძებნად. მათ გაცვალეს ნომრები და ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. ერთ დღეს იკბალმა ქალი სახლში იმ დროს მიიწვია, როცა ცოლი სახლში არ იყო. იქ მან, სავარაუდოდ, ქალი აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დამეყარებინა და თან დაემუქრა, რომ ქმარს მათი საუბრის ჩანაწერებეს გაუგზავნიდა. პირველი ინციდენტის შემდეგ, იკბალი ქალს მუქარით და შანტაჟით აიძულებდა სქესობრივ კავშირს. საბოლოოდ, ქალმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ღალატისთვის და ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა ეს პრობლემა. ოთხშაბათს, 29 იანვარს, იკბალმა ცოლი მშობლებთან დატოვა და საყვარელს დაურეკა, უთხრა, რომ მისი ნახვა სურდა. მან ქალს ორი საძილე აბი გადასცა, რომელიც ქალმა ქმარს ჩაიში ჩაუყარა, რათა მოგვიანებით სახლიდან გასულიყო. მივიდა იკბალთან და როგორც კი მან დაიწყო მისი დაყოლიება სქესობრივ კავშირზე, ქალმა მისი დახრჩობა დაიწყო. „როდესაც მასთან მივდიოდი, გზაში ვფიქრობდი, რომ ან თავს მოვიკლავ, ან იმას მოვკლავ-მეთქი, როცა დამიწყო გახდა, ხელები გავუშალე და მკერდზე დავჯექი. ცალი ხელი პირზე ავაფარე და მეორე ხელით დახრჩობა დავუწყე. როდესაც დავრწმუნდი, რომ აღარ სუნთქავდა, ცხედარი კიბეებთან მივათრიე და სახლში დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი იქბალის გამო. „სხვა გზა არ მქონდა, რადგან ჩემი ოჯახის დაცვა მინდოდა“, - განაცხადა დაკავებულმა ქალმა. 269 2-ს მოსწონს
|