x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ზურაბ ჟვანიას ძმის პასუხი "ქართულ ოცნებას", რომელიც 35 წლის შემდეგ ევროსაბჭოს ტოვებს
image

.

PACE-ში საქართველოს შესახებ უმწვავესი დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართული ოცნების" მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია "პირველებთან" ეხმაურება.

.


გოგლა ჟვანია "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად კონკრეტულმა მოქალაქეებმა დიდი შრომა ჩადეს და სწორედ ამ პროცესებში უდიდესი წვლილი ზურაბ ჟვანიას მიუძღვის.

,

ზურაბ ჟვანია სწორედ ის პოლიტიკოსი იყო, რომელმაც 1999 წელს, ევროსაბჭოში ისტორიული სიტყვები წარმოთქვა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი".

.
გოგლა ჟვანიას შეფასებით, მიუხედავად მისი ძმისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ გადადგმული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, "ქართული ოცნების" ინტერესები სხვაა - "უკვე ცალსახად ნათელია, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ".

.

ზურა იყო ამ პროცესების, საქართველოს ევროინტეგრაციის ლოკომოტივი, ამ პროცესის სათავეში იდგა, მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამ პროცესში უამრავი ადამიანი მუშაობდა. დიდი შრომა არის გაწეული ათეული წლების განმავლობაში. ეს არ იყო მარტივი პროცესი და ზურა იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი.

.

წყალში ჩაყრილი არ არის, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოების განწყობას და ბრძოლას, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. წყალში ჩაყრილი იქნებოდა, რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობდეს თბილისისა და საქართველოს ქუჩებში.

უკვე ცალსახად ნათელია, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. ის არ აპირებს, იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ჩვენი გადასაწყვეტია, ის ამას მოახერხებს, თუ ვერ მოახერხებს", - ამბობს გოგლა ჟვანია.

.

***

„ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით...“ - ლაშა გაბიტაშვილი

image

.

ოპოზიციის რადიკალი აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც რუს მეუღლესთან ერთად აბუ დაბიში იმყოფებოდა საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებს სუფრაზე მიეჭრა, პროვოკაცია მოუწყო და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეორე დღეს დეპუტატებმა სცემეს და სოც ქსელში ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ამჯერად კი მისი პირველი განცხადება ვრცელდება:

.

ლაშა გაბიტაშვილი:

სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი.

.

განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში.მადლობა სანდრო ბარამიძეს - ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის..

.

ასევე მადლობა დაიტოვე მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ.და ბოლოს, რათქმაუნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით - ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მქონდა რადიო თავისუფლებასთან და დღეს შეძლებთ რომ იხილოთ.

.

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს:

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!

ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს!

ვთვლი რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს.

მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით..... –– წერს ოპო აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი.

.

* * *

.

„მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და სკანდირება არაფერი აღარაა, ამოწურა თავი“ - მეგი გოცირიძე

.

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ღიად წერს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ეფექტურობით უკმაყოფილოა:

.

არ ვიცი ვის მოგეწონათ წუხანდელი გაუგებარი რაღაც და ვის არა, მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ ნიკა მელიაც და ვახო მეგრელიშვილიც, ნაციონალური ხელისუფლების დროს იყვნენ მაღალჩინოსნები. მელია ვიცი, მაგრამ ვახო არ ვიცი, რატომ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც სულ ვჩხუბობდი, როცა ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი )))და აქვე ვიკითხავ მეათედ: ახალგაზრდებო, სტუდენტებო, პოლიტიკოსებო და ა.შ. თქვენ ერთ პაიკ სამუშიას ფეხი რომ ვერ მოჭამეთ, როგორ აპირებთ რუსი ბარისას დამხობას, შეგიძლიათ გამცეთ პასუხი?მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და ცეცხლი ოლიგარქიების სკანდირება, რაიონებში გავალთ და ა.შ. რომ არაა არა თუ საკმარისი, საერთოდ არაფერი აღარაა უკვე და მან ამოწურა თავი, ვისაც ამის აღქმა არ გაქვთ ან არ გინდათ დაინახოთ, თქვენ ხართ ზოგი შეგნებულად, ზოგიც შეუგნებლად-რუსი და ოცნების შადრევანზე მოცეკვავე ! ბრიფინგი დასრულებულია თქვენი გადახდილია, ბოლო გაჩერებაა, გთხოვთ ჩაბრძანდეთ)))

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0