კინო როგორ მოხვდა სრულიად ახალგაზრდა თემურ წიკლაური კინოში 1 თებერვალი, 15:40 ![]() დღეს გავიხსენებთ თემურ წიკლაურს კარიერის დასაწყისში, როდესაც დამწყები მომღერლის დებიუტი შედგა კინოში. რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 1969 წელს გამოვიდა ეკრანზე და დღემდე უყვარს მაყურებელს.ფილმში თამაშობენ: დოდო აბაშიძე (ალექსანდრე), გრიგოლ წიტაიშვილი (გერასიმე), თამაზ თოლორაია (ბიძინა), რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ნანული პირველი (გალინა), ლალი მესხი (ლია)…და მომღერალი თემურ წიკლაური. (ნოდარი-იგივე "ბელაფონტე") ![]() ფილმის გადაღებები, ძირითადად, თბილისში და სოხუმში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. როგორც რეჟისორი გუგული მგელაძე , რომელიც ამბობს, რომ ფილმი შეკვეთით გადაიღო. ![]() როგორც მოხვდა ფილმში თემურ წიკლაური? თემურ წიკლაური ფილმში "ბელაფონტეს" როლს ასრულებს, ამ ფილმში შედგა მისი, როგორც მსახიობის, დებიუტი. თემურს იმდენად კარგი სინჯები ჰქონია, რომ რეჟისორს დაუყოვნებლივ გადაუწყვეტია მისი გადაღება. მეტიც, რადგან თემური მომღერალი იყო, სიმღერაც სწორედ ამიტომ შეუტანია ფილმში. ![]() „თემურ წიკლაური მაშინ ანსამბლ „ციცინათელაში“ მღეროდა. ანსამბლის ხელმძღვანელი გადაღებებზე არ უშვებდა, რადგან მის გარეშე იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ასეც მოხდა, ანსამბლი თითქმის ერთი წელი უმოქმედოდ იყო და ამის გამო მისი ხელმძღვანელი ჩემზე გულნატკენი გახლდათ. ერთხელ მითხრა, მანახეთ ერთი ეგ ფილმი, ღირდა კი, ერთი წელი რომ გაგვაჩერეთო? ნახა და თქვა, ღირდაო… მერე, უკვე ანსამბლ „ივერიაში“ მოღვაწეობის დროს, როცა პირველად გავიდნენ საზღვარგარეთ, თემურმა მანქანის („ჟიგული“ მყავდა) უამრავი ნაწილი ჩამომიტანა, ეს არასოდეს დამავიწყდება…“ – იხსენებდა რეჟისორი გუგული მგელაძე. ![]() იხსენებს თემურ წიკლაური: „ქუჩაში დამინახეს… რაღაც თავყრილობა თუ „პარადი“ იყო, მოვიდნენ, კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. მინდა, რატომ არ მინდა-მეთქი. მაშინ 23 წლის ვიყავი. კინოსტუდიაში მოდიო. მივედი. საცდელი სინჯები გადამიღეს და – ვაა, რა კარგი რამეაო, თქვეს. ერთადერთი, იმდენად შავი თმები მქონდა, სახე არ ჩანდა და შემიღებეს, ცოტა სახე მაინც გამოჩნდეს, ადამიანოო… მართლა გეუბნები… ექვსი თვე „პერეკისით“ მღებავდნენ, გიჟს ვგავდი… საწყალი ქალები რას იტანთ? ღმერთო, შენ მიშველე, დამწვარი მქონდა მთელი თავი! ასე გავხდი „ბელაფონტე“… 262 2-ს მოსწონს
|