x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139750
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512907
„ვიცი, არის კითხვები მომხდარზე, მაგრამ აღარ ვაპირებ საუბარს...“ - ლაშა გაბიტაშვილი
image

.

ოპოზიციის რადიკალი აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც რუს მეუღლესთან ერთად აბუ დაბიში იმყოფებოდა საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებს სუფრაზე მიეჭრა, პროვოკაცია მოუწყო და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეორე დღეს დეპუტატებმა სცემეს და სოც ქსელში ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ამჯერად კი მისი პირველი განცხადება ვრცელდება.

.




"სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი.

.

განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში.მადლობა სანდრო ბარამიძეს - ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის..

.

ასევე მადლობა დაიტოვე მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ.და ბოლოს, რათქმაუნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით - ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მქონდა რადიო თავისუფლებასთან და დღეს შეძლებთ რომ იხილოთ.

.

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს:


სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!


ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს!


ვთვლი რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს.


მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით....."– წერს ოპო აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი.

.

* * *

.

„მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და სკანდირება არაფერი აღარაა, ამოწურა თავი“ - მეგი გოცირიძე

.

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ღიად წერს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ეფექტურობით უკმაყოფილოა:

.

არ ვიცი ვის მოგეწონათ წუხანდელი გაუგებარი რაღაც და ვის არა, მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ ნიკა მელიაც და ვახო მეგრელიშვილიც, ნაციონალური ხელისუფლების დროს იყვნენ მაღალჩინოსნები. მელია ვიცი, მაგრამ ვახო არ ვიცი, რატომ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც სულ ვჩხუბობდი, როცა ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი )))და აქვე ვიკითხავ მეათედ: ახალგაზრდებო, სტუდენტებო, პოლიტიკოსებო და ა.შ. თქვენ ერთ პაიკ სამუშიას ფეხი რომ ვერ მოჭამეთ, როგორ აპირებთ რუსი ბარისას დამხობას, შეგიძლიათ გამცეთ პასუხი?მარშები, ხორუმები, წყლის ჭავლზე ცეკვები და ცეცხლი ოლიგარქიების სკანდირება, რაიონებში გავალთ და ა.შ. რომ არაა არა თუ საკმარისი, საერთოდ არაფერი აღარაა უკვე და მან ამოწურა თავი, ვისაც ამის აღქმა არ გაქვთ ან არ გინდათ დაინახოთ, თქვენ ხართ ზოგი შეგნებულად, ზოგიც შეუგნებლად-რუსი და ოცნების შადრევანზე მოცეკვავე ! ბრიფინგი დასრულებულია თქვენი გადახდილია, ბოლო გაჩერებაა, გთხოვთ ჩაბრძანდეთ)))

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0