სიახლეები აშშ-მ უკრინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა 29 იანვარი, 15:06 ![]() ”აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულებამ, როგორც ჩანს, შეაჩერა უკრაინის სამხედრო დაფინანსების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია სტატიაში. WP წყაროს ცნობით, განკარგულება ასევე შეეხო ეკონომიკური მხარდაჭერის შეჩერებას, მაგრამ კიევისთვის საბიუჯეტო დახმარება ამჟამად მაინც გრძელდება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის ბრძანების შესაბამისად, გასცა ბრძანება სხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის დახმარების პროგრამების უმეტესობის დაფინანსების 90 დღით შეჩერების შესახებ. გაყინულ პროექტებს შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)რომელიც მხარს უჭერს სკოლებს და აფინანსებს ჯანდაცვას, როგორიცაა დედათა გადაუდებელი დახმარება და ბავშვთა ვაქცინაცია. 2022 წლის 24 თებერვლიდან USAID-ის დახმარებამ 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას არ შეუწყვეტია და რომ შეზღუდვები მხოლოდ ჰუმანიტარულ პროგრამებს ეხება. წყარო 325 2-ს მოსწონს
|