x
image
Yoona
Mediator image
15 არატურისტული ადგილი, რომელიც აჩვენებს თითოეული ქვეყნის ნამდვილ ხასიათს
მსოფლიოს ცნობილი ქალაქები ტურისტებს უამრავ შთაბეჭდილებებს უტოვებენ. მეგაპოლისების კაშკაშა შუქები, ღირსშესანიშნაობების კალეიდოსკოპი, სხვადასხვა გასართობი. მაგრამ თითოეულ ქვეყანაში, როგორც თეატრში, რაღაც მნიშვნელოვანი ყოველთვის რჩება კულისებში. დედაქალაქის საზღვრებს გაღმა მოგზაურობისას შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადგილობრივების წეს-ჩვეულებები, ულამაზესი დასახლებების პატარა ქუჩები, საუკუნეების წინ აშენებული უჩვეულო შენობები, ლამაზი ეთნიკური სახლები და ბუნების საოცარი კუთხეები.



თქვენთვის მოვამზადეთ ვირტუალური მოგზაურობა პლანეტის 15 პროვინციულ ადგილას, რომელიც ქვეყნის ნამდვილ ხასიათს ამჟღავნებს.



ივუარი, საფრანგეთი

image



სოფელი ივუარი 700 წელზე მეტია არსებობს. სამხედრო ბრძოლების და სტიქიური უბედურებების მიუხედავად, დასახლებამ შეინარჩუნა თავისი ისტორიული სახე. ჟენევის ტბის მახლობლად არის პატარა ციხესიმაგრე, რომელიც გრაფმა ამადეო V სავოიელმა ააშენა.




image



მოკირწყლული ქუჩები, ლამაზი მაცხოვრებლები, მყუდრო ძველი სახლები, ელეგანტური ყვავილნარი. ასეთი ადგილი შეუძლებელია არ მოხვდეს საფრანგეთის ულამაზესი სოფლების ასოციაციაში!



კუნძული კენგურუ, ავსტრალია

image



კუნძული კენგურუ შეიძლება ჩაითვალოს ადგილად, სადაც მოხვედრაზე ოცნებობს ყველა, უფროსებიც და ბავშვებიც. აქ ტერიტორიის მესამედი უკავია ნაკრძალებს და ეროვნულ პარკებს. გრანდიოზული პეიზაჟები გიგანტური კლდეების და მწვანე სივრცის ფონზე შთამბეჭდავია.



image



აქ სეირნობისას შეიძლება შეხვდეთ კენგურუებს, ხვლიკებს, კოალებს, იხვნისკარტებს, ასევე ბევრ ფრინველს: ჯუჯა პინგვინებს, შავ კაკადუებს, ბუხრინწებს და ა.შ. ოკეანის წყლებში დელფინები და სელაპები შეგხვდებათ. ამ ადგილას ავსტრალიას შეიცნობთ, როგორც თავისუფლებისმოყვარე და უხილავი სილამაზით სავსე ქვეყანას.



ფორტი ბურტანჟი, ნიდერლანდები

image



ფორტი ბურტანჟი ან „ვარსკვლავების ციხე“ ნიდერლანდებში მდებარეობს. აშენდა 80 წლიანი ომის დროს, როდესაც ქვეყანა ესპანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდა. არქიტექტორებმა არტილერიისგან დასაცავად ახალი ტიპის გამაგრება შეიმუშავეს.



image



ომის შემდეგ ბასტიონი მიტოვებული იყო, შემდეგ ისევ გაამაგრეს და გააფართოეს. მე-19 საუკუნიდან ბურტანჟი ადგილობრივ თემს ეკუთვნის. ციხესიმაგრეში ტური ძალიან საინტერესოა. აქვე დაგხვდებათ ულამაზესი პეიზაჟები.



ალბარასინი, ესპანეთი

image



ფილოსოფოსი ორტეგა ი გასეტი წერდა, რომ ამ ქალაქს ზღაპრული სილუეტი აქვს.



image



ალბარასინს ხშირად უწოდებენ „ვარდისფერ ქალაქს“. დასახლებამ ლამაზი სახელი მიიღო მუსლიმთა დროს (IX-XII სს.).



image



აქ ყველაფერი მშვენიერია: ძველი მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, სიერა დე ალბარასინის მთები, მწვანე მდელოები და მდინარეები. აქ შეგიძლიათ ნახოთ 18 კილომეტრიანი აკვედუკი, რომელიც რომაულ ეპოქაში აშენდა. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას შეუმჩნევლად იძირებით გასული საუკუნეების ესპანურ კოლორიტში.



დევონშირი, ინგლისი

image



დევონშირი ინგლისის თვალწარმტაცი საგრაფოა, რომელიც ლა-მანშას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.



image



ოდესღაც აქ იყო დუმნონია, რომელიც კელტებით იყო დასახლებული. დევონშირის ყურეებში განლაგებულია კურორტები, სათევზაო სოფლები და პორტები.



image



სწორედ დევონშირში დაიბადნენ დიდი მეზღვაურები სერ ფრენსის დრეიკი და სერ უოლტერ რეილი, ასევე „დეტექტივების დედოფალი“ აგატა კრისტი. ართურ კონან დოილის წიგნში „ბარსკერვილების ძაღლი“ მოვლენები დევონშირში ვითარდება. აქ იშლება ქვეყნის ნამდვილი სახე, რომლის გამოსახულებაშიც გადახლართულია მკაცრი თავშეკავება, ფერადი ლანდშაფტები, მყუდრო სახლები და იდუმალი გზები.



კუნძული ჰოკაიდო, იაპონია

image



იაპონიაში მოგზაურობისას კუნძული ჰოკაიდო არ გამოგრჩეთ. აქ პერფექციონისტმა იაპონელებმა შექმნეს მრავალი ადგილი, რომელიც კაშკაშა შთაბეჭდილებებს გვჩუქნის: უნკაის ტერასა მთის წვერზე, ლავანდის ველების საოცარი არომატი და ფერი, სათხილამურო ტრასები და ლურჯი ტბა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ წარმოუდგენლად მომხიბვლელი ცხოველი - ეძო მომონგი, რომელიც მხოლოდ აქ ბინადრობს. ასევე გაგაოცებთ თანამედროვე ტექნოლოგიების და ბუნებაზე ზრუნვის სინთეზი.



მონსანტუ, პორტუგალია

image



თვალწარმტაცი ქალაქი მონსანტუ გრანიტის კაჭრებს შორისაა დამალული.



image



საოცარი ხედი იშლება: მთები, სიმწვანე, კრამიტიანი სახურავები, ქვიანი ქუჩები. ერთ დროს მონსანტუ ბეირა-ბაიშას პროვინციის ცენტრი იყო.



image



გასული 8 საუკუნის განმავლობაში ადგილობრივი ლანდშაფტი ოდნავ შეიცვალა, ამიტომ 1938 წელს ქალაქი აღიარებულ იქნა, როგორც „ყველაზე პორტუგალიური სოფელი“. აქ ხეტიალი ერთი სიამოვნებაა, ხოლო გიგანტური ქვის ქვეშ მდებარე რესტორანში ტრადიციული კერძები შეგიძლიათ მიირთვათ.



მდინარე ფიადრას კანიონი, ისლანდია

image



მდინარე ფიადრას კანიონი (Fjaðrárgljufur) სამხრეთ-აღმოსავლეთ ისლანდიაში ბუნების წარმოუდგენელი ქმნილებაა. ამ ქვეყნის ხელუხლებელი პეიზაჟები უბრალოდ თვალწარმტაცია. მდინარე ფიადრას კანიონი გამყინვარების ხანის შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი სიგრძე დაახლოებით 2 კმ, ხოლო სიღრმე 100 მეტრია. აქ გელით არა მხოლოდ გასეირნება მდინარის პირას, არამედ ნამდვილი თავგადასავალი!



ალბერობელო, იტალია

image



პატარა ქალაქი ხიბლით სავსეა. მისი მშვენიერი ტრულის სახლები მაშინვე იპყრობს მოგზაურთა გულებს. აქ აშენებულია ათასზე მეტი ჯადოსნური სახლი კონუსური სახურავით. სხვათა შორის, ბევრი მათგანი უკვე 7 საუკუნეზე მეტი ხნისაა.



image



ამ უჩვეულო ქალაქში, რომელიც სავსეა მზის შუქით და მორთულია შთაგონებული ხელოსნებით, პროვინციული იტალიის სამყარო შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.



ბნელი ხეივანი, ირლანდია

image



ბნელი ხეივანი (Dark Hedges) უჩვეულო ადგილია. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის სოფელ არმოის მახლობლად. ეს საოცარი „წიფლის ავენიუ“ სტიუარტის ოჯახმა 3 საუკუნის წინ გააშენა. იდეა იყო შთაბეჭდილება მოეხდინათ ყველაზე, ვინც მოხვდებოდა სამკვიდროში, რომელიც ახლა გოლფის კლუბია. ლეგენდის თანახმად, უძველესი ხეების ქვეშ შეიძლება შეხვდეთ ჭაღარა ქალბატონის აჩრდილს. ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციებს აფასებს და საიდუმლოებებზე გიჟდება.



კანდოვანი, ირანი

image



შორიდან სოფელი კანდოვანი გიგანტურ ჭიანჭველას ჰგავს. კლდეში ამოკვეთილ სახლებში დაახლოებით ათასი ადამიანი ცხოვრობს. დასახლების ძველმა გარეგნობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ: ადგილობრივები თანამედროვე კომფორტს კარგად იცნობენ. უცნაური რელიეფი წარმოიქმნა უძველეს დროში საჰანდის ვულკანის ამოფრქვევის დროს.



ჰობიტონი, ახალი ზელანდია

image



ფანტასტიკური სოფელი ცხვრის ფერმაში 400 ადამიანმა შექმნა ერთ წელიწადში ცნობილი ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებლის“ გადასაღებად.



image



image



ფილმის დასრულების შემდეგ სოფელი გარკვეული დროით ცარიელი იყო. მაგრამ მალე ნაწარმოების ფანებმა აქ მოსვლა დაიწყეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ ჰობიტების სოროები, „მწვანე დრაკონის“ პაბი, თაღოვანი ხიდი, წისქვილი და სხვა ლამაზი ობიექტი.



ტიტიკაკას ტბა, პერუ/ბოლივია

image



ადგილობრივებისთვის წმინდა ტბაა. მისი სახელი ინდიელების ენაზე ნიშნავს „მთის პუმას“.



image



მეცნიერთა აზრით, ტბა მილიონობით წლის წინ ზღვა იყო: მის წყლებში დღემდე დაცურავენ ზღვის თევზები, კიბოსნაირები და ზვიგენებიც, ხოლო მთის ფერდობებზე შემორჩენილია ზვირთცემის კვალი. ტიტიკაკაში 300-მდე მდინარე ჩაედინება.



ტბაზე შეგიძლიათ ნახოთ ლერწმის უჩვეულო მცურავი კუნძულები, დასახლებული ურუ ინდიელებით. ამ მოძრავ დასახლებაში ცხოვრების წესი ბოლო საუკუნის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. დროში მოგზაურობის შთაბეჭდილებაც შეიძლება შეგექმნათ.



კუნძული გასტელუგაჩე, ესპანეთი

image



კუნძული გასტელუგაჩე ბისკაიის ყურის სანაპიროზე. 237 საფეხურიანი ვიწრო ბილიკი-კიბი მატერიკთან აკავშირებს.



image



კუნძულზე არის სავანე, რომელიც დაახლოებით 11 საუკუნისაა. გასტეგულგაჩეს უცხოური პანორამა სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ, ხოლო ცისფერი ტალღების შხეფები და სუფთა ჰაერი ენერგიით აგავსებთ.



შეფშაუენი, მაროკო

image



ამ „ლურჯ ქალაქში“ ყველაფერი თვალს ახარებს: ულამაზესი პეიზაჟები, უძველესი არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშები. მთავარი ღირსშესანიშნაობა კი საუცხოო ფერია!



image



მაროკოს ამ ქალაქში მოხვედრისას გამუდმებით სურვილებს ჩაიფიქრებთ. ეს არის ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარი!



ასევე დაგაინტერესებთ:

ამ ზღაპრულ კუნძულზე უფრო მეტი პონია, ვიდრე ადამიანი

20 ფოტო შვედეთიდან, რომელიც აჩვენებს, რამდენად საინტერესო და განსაკუთრებული ქვეყანაა

დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია

17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს


0
150
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
150