მულტიმილიარდელი ბიზნესმენი და ინჟინერი ილონ მასკი აცხადებს, რომ დაბალი შობადობის გამო ევროპის მოსახლეობას გაქრობა ემუქრება
ცნობილი მულტიმილიარდელი და ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ არცთუ შორეულ მომავალში ევროპა ევროპული მოსახლეობისაგან დაიცლება და ამისი ნიშნები, წინაპირობასთან ერთად აშკარად ჩანს.
მილიარდელმა ევროპის ევროპელებისგან დაცლა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით: "ევროპელი ქალის ცხოვრება ისეთ პრინციპეპზეა აგებული, რომ მას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა სამსახური-სახლისა, სახლში იგულისხმება სამსახურიდან დაბრუნებული ქალის ცხოვრება, რომელსაც ფიზიკურად არ რჩება დრო მეუღლესთან ერთად გატაროს დრო და იფიქროს შვილებზე. ევროპელი ქალი თხოვდება 35 წლის ასაკის გადაბიჯების შემდეგ, როგორც ამას კვლევები და სტატისტიკა გვიჩვენებს, შესაბამისად ასეთ ასაკში ქალმა მაქსიმუმ 1 შვილი გააჩინოს, რაც იმ ქვეყნის და ერის დემოგრაფიაზე ძალიან ცუდად აისახება. აუცილებელია ევროპის სახელმწიფოებმა მიიღონ კანონი, რომელიც სამსახურში ყველანაირად შეუწყობს ხელს ქალებს, რათა მათ ჰქონდეთ იმისი საშუალება იყოლიონ 2-3 შვილი მაინც, ამასთან ერთად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ ქალებს და ზოგადად ოჯახებს, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ფონდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახებს იყოლიონ მეტი შვილი, რათა სახელმწიფო იხსნან დემოგრაფიული კატასტროფისაგან.
შვილის გაჩენისათვის ოჯახს უნდა ჰქონდეს მოტივაცია სახელმწიფოს მხრიდან, მათზე უნდა მოქმედებდეს სპეციალური შეღავათები, რაც ოჯახებს სურვილს გაუჩენს მეტი და მეტი შვილი იყოლიონ.
ამ ეტაპზე ევროპა მკვეთრად და გეომეტრიული პროგრესიით მიექანება დემოგრაფიული კატასტროფისაკენ"-განაცხადა ცნობილმა ბიზნესმენმა.
ილონ მასკის თქმით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ანტიდეპრესანტების მიღების თვალსაზრისით, რასაც ლაღი და დალაგებული ცხოვრება ნამდვილად არ იწვევს.
ყოველდღიური სტრესები, ტერორიზმისა და ომის საფრთხეები ანადგურებენ ადამიანის ფსიქიკას, ასევე სამსახურის დაკარგვის შიში, შესაბამისად ვიღებთ ფსიქოლოგიურად დაავადებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავადვე იწყებს ანტიდეპრესანტებით მკურნალობას, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.