x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
3 ხილი, რომელიც წონაში კლებას ეხმარება
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.




image


უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ იმ სამი ხილის შესახებ, რომელიც ეხმარება წონაში კლებას.




3 ხილი, რომელიც წონაში კლებას ეხმარება




ანანასი - ამ ხილის დიეტური თვისებები, პირველ რიგში, ცნობილია ჰოლივუდის დიეტებიდან. ეს არ არის ისეთი ძვირადღირებული სიამოვნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: წონაში კლებისთვის საკმარისია დღეში მხოლოდ რამდენიმე ნაჭრის მირთმევა - სასურველია ჭამის წინ. ანანასი შეიცავს უნიკალური ფერმენტების კომპლექსს - ბრომელინს, რომელიც აჩქარებს მძიმე ცილოვანი საკვების (ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, პარკოსნები) დაშლას. ანანასის რბილობის უხეში ბოჭკოები ნაწლავებს გამართულად ამუშავებს, მასში შემავალი ნივთიერებები კი წონაში დაკლებაში გეხმარებათ.





გრეიფრუტი - თუ ჭამის წინ რამდენიმე ნაჭერს მიირთმევთ, შეამჩნევთ, რომ თქვენი მადა დაქვეითდება. მთელი ხილი შეიცავს 120 კალორიას, მაგრამ ასევე დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რომელსაც ორგანიზმი მაშინვე გამოიყენებს მოსანელებლად.




მსხალი - მიუხედავად დაბალი ენერგეტიკული ღირებულებისა, ისინი შესანიშნავად აკმაყოფილებენ შიმშილს, ხოლო მათში ბუნებრივი ფერმენტების არსებობა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს საუზმეზე, ლანჩზე ან სადილზე მირთმეული საკვების შეწოვას. მაგრამ უმჯობესია მსხალი უზმოზე მიირთვათ, გვირჩევენ დიეტოლოგები.



0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0