x
მეტი
  • 22.01.2025
  • სტატია:139558
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512808
გემრიელი კაკაოს მომზადების 5 მეთოდი
კაკაო იდეალური ვარიანტია, როცა რაღაც ტკბილი და თბილი გენატრება. თან მსუბუქი სასმელია და სწრაფად მზადდება, ხოლო სასიამოვნო დროსტარება გარანტირებულია. რაც მთავარია, კაკაო ძალიან სასარგებლოა და ძალას გვმატებს.

გიზიარებთ ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტების რამდენიმე ვარიანტს.



1. კაკაო შოკოლადით და შესქელებული რძით

image



ინგრედიენტები: 500 მლ რძე, 2 ს/კ კაკაო, 20 გ შავი შოკოლადი, შესქელებული რძე, შოკოლადის ბურბუშელა ან დარიჩინი მოსართავად




როგორ მოვამზადოთ? რძე ქურაზე დადგით. ცხელ რძეს დაუმატეთ კაკაო, დარიჩინი და შოკოლადი. აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შესქელებული რძე დაუმატეთ და აურიეთ. ქურიდან გადადგით და ჭიქებში ჩაასხით. დარიჩინით ან გახეხილი შოკოლადით მორთეთ.



2. კაკაო ჟოლოს სიროფით

image



ინგრედიენტები: 2 ჩ/კ კაკაო, 1 ჩ/კ შაქარი, ვანილი, 250 მლ რძე, 50 მლ ჟოლოს სიროფი



როგორ მოვამზადოთ? კაკაო, შაქარი და ვანილი აურიეთ. რძე დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ქურიდან გადადგით. ჟოლოს სიროფი დაუმატეთ და აურიეთ. სასმელი ჭიქებში ჩაასხით და ცხელი დალიეთ.



3. კაკაო ნაღებით

image



ინგრედიენტები: 4 ჩ/კ კაკაო, 2 ჩ/კ შაქარი, 2 ჩ/კ ვანილი, 500 მლ რძე, ათქვეფილი ნაღები



როგორ მოვამზადოთ? კაკაო, შაქარი და ვანილი აურიეთ. რძე ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცხელი რძე კაკაოს დაუმატეთ. სასმელი ჭიქებში ჩაასხით და ათქვეფილი ნაღები დაუმატეთ.



4. კაკაო ფორთოხლის ლიქიორით

image



ინგრედიენტები: 3 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი, 4 ჭიქა რძე, 70 მლ წყალი, 2 ს/კ კაკაო, მწიკვი მარილი, 5 ს/კ შაქარი



როგორ მოვამზადოთ? კაკაო, შაქარი, მარილი აურიეთ, წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 წუთი ხარშეთ. რძე დაუმატეთ, აურიეთ და ქურიდან გადადგით. ლიქიორი დაუმატეთ და აურიეთ. სასმელი ჭიქებში ჩაასხით.



5. კაკაო ბანანით

image



ინგრედიენტები: 1 ბანანი, 200 მლ რძე, 50 გ ნაყინი, 2 ჩ/კ კაკაო, 1 ჩ/კ შაქარი



როგორ მოვამზადოთ? 100 მლ რძე ქურაზე დადგით. კაკაო და შაქარი დაუმატეთ. ადუღებამდე ხარშეთ და ქურიდან გადადგით. დარჩენილი რძე ათქვიფეთ და ბანანი შეურიეთ. ჭიქებში ჩაასხით. დაუმატეთ ნაყინი და ცხელი კაკაო მოასხით.



ასევე დაგაინტერესებთ:

დილის ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ბეილისი, ქსუ-ქსუ და ბეხეროვკა: მოვამზადოთ ძვირადღირებული სასმელები სახლის პირობებში

კლასიკა და იმპროვიზაცია, როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია სახლში

ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი

6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ


0
76
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
76