x
image
Yoona
Mediator image
2025 წლიდან დაბადებული ბავშვები ახალი ბეტა თაობის პირველი წარმომადგენლები გახდებიან 
2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი ბეტა თაობის პირველი წარმომადგენლები გახდებიან. ეს თაობა ჩაანაცვლებს ალფა თაობას და გაიზრდება დიდი ტექნოლოგიური მიღწევების და ცვლილებების ეპოქაში, სადაც ბევრი რამ შეიცვლება: ეკოლოგიური შეხედულებებიდან ციფრულ სივრცეში კომუნიკაციების მეთოდამდე. ბეტას მოსვლასთან ერთად იწყება ახალი თავი, რომელიც წინა ალფა თაობისგან განსხვავდება.



ალფა და ბეტა თაობები

image



რატომ ეძახიან მათ ასე? სახელები „ალფა“ და „ბეტა“ შეირჩა იმ თაობების აღსანიშნავად, რომლებიც სრულიად ახალ სამყაროში ჩამოყალიბდნენ. ალფა არის ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლო, ხოლო ბეტა ამ ციკლს აგრძელებს, წარმოადგენს ახალ თაობას, რომელიც ცვალებად სამყაროს მოერგება.



ალფა თაობა 2010-დან 2024 წლამდე დაბადებული ბავშვები არიან, რომლებიც ფაქტობრივად გაიზარდნენ პლანშეტებით და სმარტფონებით ხელში. ბავშვობიდან მიეჩვივნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მათი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გახდა. მათი სწავლება მიმართულია ინტერაქტიურ მეთოდებზე, როგორიცაა საგანმანათლებლო აპლიკაციები და ონლაინ კურსები, რაც ციფრული წიგნიერების განვითარებას დაეხმარა.




მშობლები, ძირითადად მილენიალები, აქტიურად უნერგავენ მათ მდგრადობის და გარემოსდაცვითი ცნობიერების ღირებულებებს, რომ სამყაროს უფრო პასუხისმგებლობით მიუდგნენ.



ვინ არის ბეტა თაობა?

image



დემოგრაფი მარკ მაკკრინდლის თქმით, 2025 წლიდან 2039 წლამდე დაბადებული ბავშვები მიეკუთვნებიან ბეტა თაობას, რომელიც ცვლის ალფა თაობას (2010 – 2024), ასევე ზუმერებს (1996 – 2010) და მილენიალებს (1981 – 1996).



2035 წლისთვის ბეტა თაობა მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს და სამუშაო ძალის 19%-ს შეადგენს. ბევრი მათგანი 22-ე საუკუნემდე იცხოვრებს და უზარმაზარი ცვლილებების მომსწრე გახდება.



ბეტა თაობის მახასიათებლები: როგორი იქნება მათი სამყარო?



მაკკრინდლი პროგნოზირებს, რომ ბეტა თაობა გაიზრდება სამყაროში, სადაც ფიზიკური და ციფრული რეალობა სრულად ინტეგრირებულია, ხოლო ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.



მათი ცხოვრება პერსონალიზებაზე იქნება აგებული. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები „მოერგება“ ინდივიდუალურ პრეფერენციებს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც დღეს ძნელი წარმოსადგენია.



ეკოლოგიურად უფრო შეგნებული იქნებიან, ხოლო მათი მშობლები ზუმერის თაობიდან უფრო შეზღუდავენ ეკრანთან გატარებულ დროს, რადგან აცნობიერებენ ციფრულ სამყაროში ადრეული ჩაძირვის რისკებს.



როგორები გახდებიან?

image



მილენიალი და ზუმერი მშობლები, რომლებიც უკვე ზრუნავენ ეკოლოგიასა და მდგრადობაზე, გადასცემენ მნიშვნელოვან ღირებულებებს ბეტა თაობის შვილებს: გლობალურად აზროვნებას, გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და სხვების დახმარებას.



მაკკრინდლი თვლის, რომ ბეტა იქნება ყველაზე გამომგონებელი თაობა, რადგან მათ ასწავლიან მსოფლიოს პრობლემების გადაჭრას და არა მხოლოდ მოსახერხებელი გადაწყვეტილებების პოვნას.



ბეტა თაობა გაჩნდება სამყაროში, სადაც კოვიდ 19-ის პანდემია განიხილება, როგორც ისტორიის ნაწილი. მათთვის ეს გახდება ის, რაც სახელმძღვანელოებში ისწავლება და არა მოვლენა, რომელიც პირადად განიცადეს.



ეს თაობა იცხოვრებს სერიოზული გამოწვევების პირობებში, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება და მზარდი ურბანიზაცია, მაგრამ კოლექტიური მიდგომით, გლობალური აზროვნებით და ინოვაციებით ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებენ. მათი ცხოვრება გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს და პასუხისმგებლურ მიდგომას უკეთესი მომავლის შექმნა.



„ეს იქნება თაობა, რომელიც არა მხოლოდ ოცნებობს, არამედ მოქმედებს უკეთესი სამყაროს შესაქმნელად“ - წერს მაკკრინდლი.



ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან თაობა „ზეტის“ ადამიანები და რატომ ამბობენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

6 რამ, რასაც ყოველდღე აკეთებენ ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვების მშობლები

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


0
285
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
285